სიგუა კონკრეტულ გვარებს ასახელებს. მისი თქმით, პოლიციის გამყოფილებაში მას პოლიციის უფროსის მოადგილე, თორნიკე შულაია სცემდა. ძალადობაში სხვა სამართალდამცავებიც მონაწილეობდნენ.
მამაკაცი აღნიშნავს, რომ ცემისას მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მარტვილის პოლიციის თანამშრომლებმა მაწამეს, პოლიციაშიც, გზაშიც, მიყვანამდეც, პოლიციის შენობაშიც, შენობიდან კაპეზეში გადამიყვანეს, იქაც. როცა მირტყამდნენ, მაშინ თავზე მაფარებდნენ, მერე მიღებდნენ ვიდეოს, რომ ვაგინებდი და რომ ვპასუხობდი. ფეხიც შებმული მქონდა, ხელები უკან მქონდა დაბმული, დამაწევინებდნენ თავს დაბლა და მირტყამდნენ თავის არეში. ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს და გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს,“ - განაცხადა ედიშერ სიგუამ.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის.
შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.
პოლიციელთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას სწავლობს პროკურატურაც.
მასალის გამოყენების პირობები






