საგანგაშო მახე - "ლურჯი ვეშაპის" მოდერატორები თამაშში ჩასათრევად მოზარდებს ფულს და საჩუქრებს სთავაზობენ“
საზოგადოება - 13:32, 23 Oct, 2018     12804
არის თუ არა „ლურჯი ვეშაპი“ თამაში, სადაც არასრულწლოვნების თვითმკვლელობაზე დიდი ფული იდება და ტოტალიზატორის პრინციპით მიდის, რა არის საგამოძიებო ორგანოების უშედეგო მუშაობის მიზეზი, რა კითხვით ხდება მოზარდების ფსიქოტიპის განსაზღვრა და რას ნიშნავს „შახმატის პრინციპი“.

ალექსანდრე ადამაშვილი (არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განათლებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი): ამ თამაშში ჩართვა არც ისე მარტივია. ამისთვის ვიღაცამ შიგნიდან უნდა გაგიწიოთ რეკომენდაცია, თუ საქმე ნამდვილ გვერდთან გვაქვს და არა „ფეიქთან“. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რამდენად სახიფათო თამაშია, თავიდან იმდენად უწყინარი კითხვებია, რომ ადამიანს შეიყოლიებს, რადგან მისი შესრულება მარტივია. მაგალითად: მოყევი, დღეს რა გააკეთე; ათი ბუქნი გააკეთე; შენს მეგობარს მისწერე და სიყვარული აუხსენი... მარტივი დავალებები მენტორს აძლევს ინფორმაციას, რისი გამკეთებელია მსხვერპლი. ნელ-ნელა კითხვები რთულდება და იქით მიდის, სადაც მოთამაშის სუსტი წერტილია.

– დავალებებში ხშირია ღამის საათებში ადგომა, გაუცნობიერებლად რაღაცების კეთება და ისეთი ქმედებები, რაც ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე ცუდად აისახება, გამოფიტვას იწვევს. ეს მდგომარეობა კი, ალბათ, მანიპულირებისთვის უფრო მოსახერხებელია, არა?

– დიახ, ეს კითხვარი ფსიქოლოგიურად ძალიან კარგადაა დამუშავებული. ამ თამაშის მსხვერპლი, ძირითადად, არასრულწლოვნები არიან, რადგან მათი მანიპულირება ბევრად უფრო ადვილია. ასეთ მდგომარეობაში ბავშვები თვითონ აწვდიან იმ ინფორმაციას მენტორებს, რომელსაც შემდეგ მათ დასაშინებლად იყენებენ, თუმცა არც ახსოვთ, რომ ეს თავად გააკეთეს. არცაა გასაკვირი, რადგან ღამის საათებში გაღვიძებას ავალებენ და ორი-სამი წუთის გაღვიძებულზე ჩადენილი ქმედება ან გაცემული ინფორმაცია, ადამიანს შეიძლება, მარტივად დაავიწყდეს. გარდა ამისა, ისინი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით აღწევენ ბავშვების კომპიუტერებში, რის საშუალებასაც თანამედროვე ტექნიკა იძლევა. სამწუხაროდ, კომპიუტერის დაცვაზე არავინ ზრუნავს და ამიტომ, ინფორმაციის მოპოვება ძალიან მარტივად შეუძლიათ.

– თუმცა ყველასთვის ფატალურად არ სრულდება. ეს რაზეა დამოკიდებული?

– ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაჰყვება ბავშვი თავიდანვე, ბოლოს როგორ დავალებას მისცემენ... საბედნიეროდ, ყველა თამაში ფატალურად არ სრულდება. შეიძლება, ბოლო დავალება ხელზე ვეშაპის ამოკაწვრა იყოს და ამით დასრულდეს. საშუალოდ, დაახლოებით მეშვიდე-მერვე დავალებაზე ხვდებიან, სადამდე შეუძლიათ ამ ადამიანით მანიპულირება. მიიყვანენ თვითმკვლელობამდე თუ მისთვის მაქსიმუმი სხვა სახის დავალება იქნება. მეშვიდე-მერვე დავალებაა მოთამაშის იძულება, გააკეთოს რამე ახლობლების წინააღმდეგ – საყვარელი ადამიანის ან ცხოველის მიმართ ისეთი რამ ჩაიდინოს, რაც ცხოვრებაში არ გაუკეთებია. ამ დავალების შესრულება-არშესრულებით განსაზღვრავენ, რაზეა წამსვლელი ეს ბავშვი, ანუ როგორ დასრულდება მისთვის ეს თამაში – მოიკლავს თუ არა თავს.

– ალბათ, ასე განსაზღვრავენ იმასაც, ღირს თუ არა ფსონის დადება ბავშვის სიცოცხლეზე?

– ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ ეს თამაში ტოტალიზატორის პრინციპზეა აგებული, რომ ისინი ბავშვების სიცოცხლეზე ფსონებს ჩამოდიან. შესაძლოა, თავდაპირველი თამაშის მიზანი რეალურად სხვა იყო, ის შეიძლება კიბერტერორიზმად ჩავთვალოთ, მაგრამ შემდეგ ზოგ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, სახე იცვალა. დავარქვათ ამას შავი ბაზარი, სადაც ადამიანების სიცოცხლეზე იდება ფსონი, ამის არსებობა გამორიცხული არაა. სამწუხაროდ, საგამოძიებო სტრუქტურებში ძალიან ხშირად ვაწყდებით არაკვალიფიციურობას. როცა საქმეში არასრულწლოვანია, გამოძიება ძალიან რთულია და მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს ბევრი მიმართულებით, ამას სპეციალურად მომზადებული გუნდი სჭირდება და არა უბნის გამომძიებელი. განსაკუთრებით რაიონებშია რთული სიტუაცია, ინფორმაციის ვაკუუმია.

– რა შეგვიძლია მშობლებისთვის გამაფრთხილებელ ნიშნად მივიჩნიოთ?

– ეს ბავშვები სოციალურ ქსელზე არიან დამოკიდებულები და თუ ეს მშობელს თვალში მოხვდება, აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რისი მომხმარებელია მისი შვილი ვირტუალურ სამყაროში: რა გვერდი აქვს მოწონებული, რა ჯგუფებშია გაწევრიანებული, რა პროგრამებს იყენებს, ვის წერს და ასე შემდეგ. ამის გასაგებად ბევრი პროგრამა არსებობს, მაგრამ აქაც ინფორმაციის ვაკუუმი გვაქვს და ბევრმა მშობელმა არამცთუ ამ პროგრამების, „გუგლის“ ისტორიის მოძიებაც არ იცის.

– ძალიან ბევრმა ბავშვმა შეწყვიტა თამაში და არაფერი დაუშავდათ.

– ერთი ქუთაისელი გოგონა ყვებოდა, რომ ტელეფონზე უკავშირდებოდნენ და ფულიც შესთავაზეს, რომ მიეწერა თამაშისთვის. ზარი რუსული ნომრიდან იყო. ბავშვი ყვებოდა, რომ აედევნა ადამიანი და თამაშის სანაცვლოდ ფული და საჩუქრები შესთავაზა. ამას რეაგირება მოჰყვა მშობლების, მედიის, გამოძიების მხრიდან და ეს ბავშვი კარგად არის, ზარებიც შეწყდა, მაგრამ რა გამოიძიეს საგამოძიებო უწყებებმა და რა გაიგეს, არ ვიცით. ინფორმაცია, რომელიც თამაშის მენტორს აქვს, მოპოვებულია მოთამაშის სოციალური ქსელით და სავსებით შესაძლებელია, ეს ურთიერთობა სოციალურ ქსელს არც გასცდეს. მაგრამ ჩნდება კითხვები: რამდენი ინფორმაცია აქვს მოპოვებული? საიდან ეკონტაქტება? ნამდვილად არის ის ლურჯი ვეშაპი? თუ ნამდვილად ლურჯი ვეშაპია, მაშინ ის არ გასცდება სოციალურ ქსელს. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი ქართულ ენაზე არ იქნება – რთულად წარმოსადგენია ისეთი პროგრამის შექმნა, რომელიც ასეულობით ადამიანს ერთდროულად სხვადასხვა ენაზე ელაპარაკება. მას ყველა ქვეყანაში, და საქართველოშიც, ჰყავს მიმდევრები, რომლებმაც შესაძლოა, უბრალოდ, მიბაძეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42