"ბოლო ხმაზე დამჩხაოდა შუა მაღაზიაში რუსეთი ოკუპანტი არააო... მე მოსკოვში ვცხოვრობ, ძაან მაგარ ქალაქშიო და წარმატებას გისურვებ შენს "ჯააან მაგარ" თბილისშიო"
სოც.მედია - 12:18, 23 Oct, 2018     31301
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია "სპარში" მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს.

"სპარში შემოვიდა ვიღაც ტყლარჭი ბიჭი, "ტიმატის" მსმენელი, ტყლარჭი შარვლით. უნიქარდი შესთავაზეს და წაეკაიფა თავისი გლუვი ტვინით გოგონას: ნე პანიმაიუ გრუზინსკიო. გოგონამ რუსული არ იცოდა და შეეშვა. სამაგიეროდ ეს არ შეეშვა: შტო ეტაო - კითხა. ეს გოგო დაიბნა და ბოლოს ეკითხება ქართულად ეს ბიჭი: ამას არ ჯობდა ახლა რუსული გესწავლაო?!

ცხადია, აღვშფოთდი. ან რა ხუმრობაა და ან რატომ უნდა იცოდეს რუსული მეთქი. აუ, შენ ჯააან ოკუპაციას რომ აპროტესტებენ ის ხარო - გამომენთო. თან ჩემს პაროდიას აკეთებს თუ რაღაც. არაა ოკუპანტი მეთქი? არაო, შენთვის იყოს ოკუპანტიო, ჩემთვის არააო. მე მოსკოვში ვცხოვრობ, ძაან მაგარ ქალაქშიო და შენ წარმატებას გისურვებ შენს "ჯააან მაგარ" თბილისშიო.

ეს ხდებოდა ხალხით სავსე მაღაზიაში და არც ერთმა ადამიანმა არ მოინდომა მისთვის პასუხი გაეცა. ამაზე მეშლება ნერვები უკვე ორი დღეა.

სპარის სტაფი არ ჩაერთო ამ კონფლიქტში, ალბათ მომხმარებლის განაწყენების შიშით. არადა, ძალიან სწორი იქნებოდა საკადრისი პასუხი გაეცათ ბიჭისთვის, რომელიც ბოლო ხმაზე დამჩხაოდა შუა მაღაზიაში რუსეთი ოკუპანტი არააო.

ორი დღეა ვერ მოვინელე ის ბიჭი. ამ შუაღამისას ამდენი რომ ვწერე, ეტყობა ვერ ვხარშავ ადვილად ამ ამბავს" - წერს ვიკა ბუკია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42