ქობულეთში 15 წლის გოგონა გათხოვდა - სრულწლოვან მამაკაცს 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება
შემთხვევა - 10:02, 23 Oct, 2018     10230

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონა, სრულწლოვან მამაკაცზეგათხოვდა.

როგორც ირკვევა, სკოლის დირექტორს ქორწინების შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის არ უცნობებია.

„გათხოვების პერიოდში, გოგონა ჩვენს სკოლაში არ ირიცხებოდა. ქორწილში კი იმიტომ ვიყავი, რომ ჩემმა თანამშრომელმა დაგვპატიჟა. რაც არ უნდა პროტესტის გრძნობა გამჩენოდა, მე რა უნდა მექნა? ჩემი პოზიციაა, რომ ბავშვმა სკოლა უნდა დაამთავროს, განათლება მიიღოს და მერე გათხოვდეს, მაგრამ სამწუხაროდ, შვილები არ გვეკითხებიან და გადაწყვეტილების პროცესში თავისუფლები არიან“- განაცხადა დირექტორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ-ის 140-ე მუხლით, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კი ამბობს, რომ არასრულწლოვანი გოგონა მეუღლესთან თანაცხოვრებაში არ იმყოფება.

ანანიძე ამბობს, რომ დაგეგმილი იყო ნიშნობა, თუმცა ფინანსების ეკონომიის მიზნით, ოჯახმა ნიშნობის ნაცვლად, ქორწილი გადაწყვიტა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42