საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. ივანიშვილმა გუშინ „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და „ტვ პირველის“ მის მიერ შერჩეულ ჟურნალისტები ინტერვიუზე დაიბარა, თუმცა გიორგი გაბუნიამ და ინგა გრიგოლიამ აღნიშნულზე უარი განაცხადეს, ტელევიზიებმა საკუთარი პირობები წააყენეს. ივანიშვილი დათანხმდა და დღეს შეხვედრას დაესწრებიან რუსთავი 2-დან ეკა კვესიტაძე, „ტვ პირველიდან“ დიანა ტრაპაიძე, „იმედიდან“ კი ირაკლი ჩიხლაძე.
ბიძინა ივანიშვილის ქმედება კრიტიკის საგანი გახდა:
„ერთადერთი რაც შეიძლება განსაზღვროს ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის დრო და კონკრეტულად ვინ დასვამს კითხვას, ეს არის რედაქციის გადასაწყვეტი. სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ უნდა ერეოდეს არავინ და არ უნდა უსაზღვრავდეს რედაქციას ვინ მივიდეს, ვინ რა კითხვა უნდა დასვას და ამიტომ ეს არის ზუსტად რედაქციის გადასაწყვეტი. როდესაც ხელისუფლება საუბრობს მედიის დამოუკიდებლობაზე, პლურალიზმზე და ა.შ. ასეთ საკითხებშიც გამოიკვეთება ხოლმე როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას მედიისადმი,“-განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






