რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შვილმკვდარი მამების აქციაზე ინციდენტი მოხდა - ზაზა სარალიძის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს, სამართალდამცავებმა კი ამის უფლება არ მისცეს და გამოდარებამდე პარლამენტის შენობაში შესვლა შესთავაზეს. სარალიძის განცხადებით, მას პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან.
„პოლიციას ჩვენთვის ჰქონდა ასეთი რამე ნათქვამი, ოღონდ კარავი არ გაგვეშალა, წვიმის დროს შეგვიშვებდნენ პარლამენტის შენობაში. დაგვიხსნეს ჯებირები, შეგვიშვეს, მაგრამ იქიდან დაცვის სამსახურმა გამოგვყარა. არ შეიძლებოდა იქ ყოფნა. აღმოვჩნდით წვიმაში ისევ. მანქანაში მედო კარავი და ვცდილობდით იმის გაშლას. ვაფშე აგვიკრძალეს ყველაფერი. პროვოკაციას ჩვენთვითონაც ვერიდებით უკვე, იმიტომ რომ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ზეწოლაზე წამოვლენ. ჩვენთვითონაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კანონის ჩარჩოებში მოვექცეთ, მაგრამ თავად არღვევენ იმ კანონს. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად ჩვენ გვაქვს დროებითი კარვის განთავსების უფლება,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






