ბავშვებში თვალის დაავადებების სტატისტიკა იზრდება - რა კავშირშია ახალი ტექნოლოგიები
საზოგადოება - 18:47, 22 Oct, 2018     2349

ბოლო ათ წელიწადში საქართველოში თვალის დაავადების მქონე რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი თითქმის 90 ათასითაა გაზრდილი - თუ 2008 წელს 35 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა იყო, 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 125 ათასს გადააჭარბა.

ახალი ფაქტები ფიქსირდება ბავშვებშიც. ექიმები ფაქტს კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის აქტიურად გამოყენებას უკავშირებენ. ამბობენ, რომ პატარა ეკრანზე ყურების დროს თვალი განსაკუთრებით დაძაბულია. მოზარდები კი ტელეფონთან ხშირად რამდენიმე საათს ატარებენ.

სპეციალისტების განმარტებით, ბავშვი დღის განმავლობაში, კომპიუტერთან ან ტელევიზორთან მხოლოდ ერთ საათს უნდა ატარებდეს. მშობლები კი ამბობენ, რომ კონტროლი უჭირთ, პატარები კი ეკრანებთან დაგეგმილზე უფრო დიდხანს რჩებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ბავშვებში თვალის დაავადებების ახალი რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვმა 41 000 გადააჭარბა.

მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტების უმრავლესობას თვალის სიმშრალე, ცრემლდენა და მხედველობის გაუარესება აწუხებთ. თუ ისინი სიმპტომებს ყურადღებას დროულად არ მიაქცევენ მდგომარეობა რთულდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საერთო მონაცემები ზრდა სადაზღვევო სისტემისა და სამედიცინო პროგრამების ამოქმედებას უკავშირებენ. განმარტავენ, რომ კლინიკებში ​ მიმართვიანობაც შესაბამისად გაიზარდა.

საყოველთაო ჯანდაცვა ამჟამად გლაუკომის და კატარაქტას ოპერაციებს აფინანსებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კი ინდივიდუალური პროგრამის ფარგლებში, ექიმის დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარების განცხადებებს განიხილავს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში მას ქირურგიული ჩარევისთვის საჭირო თანხას გადაურიცხავს.



წყარო: Ajaratv.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42