"ივანიშვილის მცდელობა ერთმანეთთან “შეტყნას“ ინტერვიუ, გადაცემა, პრესკონფერენცია, არის სულელური წამოწყება“ - ნინო ჯანგირაშვილი
სოც.მედია - 18:44, 22 Oct, 2018     9756

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას ინტერვიუსთან დაკავშრებით, ჟურნალისტებმა და მათმა ტელევიზიებმა უარით უპასუხეს.

აღნიშნულ ფაქტს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება:

“მოკლედ, რომ ჩამოვაყალიბო რა არის ივანიშვილის მიერ სამი არხის სამი ჟურნალისტის დაპატიჟებაში გაუგებარ–მიუღებელი: თუ ერთ კონკრეტულ არხს აძლევ ინტერვიუს, შენი და არხის მოლაპარაკების საგანია რომელ გადაცემაში და რომელ ჟურნალისტთან ერთად მიიღებ მონაწილეობას. თუმცა როცა შენ თვითონ წყვეტ, რომელ საათზე და ვინ გინდა შენგან ინტერვიუ აიღოს და შეტყობინების სახით უგზავნი სამ არხს ინფორმაციას რომელი ჟურნალისტების ნახვა გესიამოვნებოდა, ეგ უკვე “ჟურნალისტი გამოძახებით“ გამოდის და “გასაოცარ დემოკრატიას“ არ უხდება. როდესაც სამ არხს არჩევ რეიტინგის მიხედვით, ესეიგი ირჩევ არხს და არა ჟურნალისტს. შესაბამისად, პირობების კარნახი რომელი ჟურნალისტი უნდა მოვიდეს შენთან ინტერვიუზე, გაუმართლებელია და არხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ვის გამოგზავნის. შემდეგი: არსებობს ინტერვიუ, გადაცემა და არსებობს პრესკონფერენცია. თუ ერთ ჟურნალისტს აძლევ ვრცელ ინტერვიუს სრული ფორმატით ეთერში გასაშვებად, ეს არის გადაცემა. თუ რამდენიმე ჟურნალისტს აძლევ ინტერვიუს ეს პრაქტიკულად პრესკონფერენციაა. ასეთ შემთხვევაში, უნდა განმარტო და ჩამოყალიბდე – გადაცემას გეგმავ თუ პრესკონფერენციას. თუ გადაცემაა, მაშინ რა უფლებით იღებთ მოწყალებას და დანარჩენ არხებსაც გვთავაზობთ ინტერვიუს ეთერში ჩართვას. იმ სამ არხს აღარ ეკითხები? და თუ პრესკონფერენციაა, მაშინ მხოლოდ სამ, თუნდაც ყველაზე რეიტინგულ არხს რატომ ირჩევ? ამ ისტორიაში კიდევ ბევრი კითხვა და აბსურდია. თუმცა მეზარება ამდენი წერა. ქალბატონ სალომეს დავესესხები და ივანიშვილის მცდელობა ერთმანეთთან “შეტყნას“ ინტერვიუ, გადაცემა, პრესკონფერენცია, არის სულელური წამოწყება და ერთადერთ მიზანს ემსახურება – ერთდროულად დაიპყროს ყველა არხის ეთერი წინასაარჩევნოდ და მიიღოს მაქსიმალური წვდომა მოსახლეობაზე. აბა მხოლოდ ვასილის 3% ის იმედად ეს არ გამოვა. რეალურად ის ცდილობს უკარნახოს მედიას საკუთარი პირობები. რა გამოუვა, ვნახოთ. ჯერჯერობით კოლეგების რეაქცია ადეკვატურია, ტვ იმედს თუ არ ჩავთვლით“, - წერს ჯანგირაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42