აღნიშნულ ინფომრაციას სპიკერის პრესსამსახური ადასტურებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯონ ბეინერმა უარყო რუსი პოლიტიკოსების შეთავაზება, მასთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებს, რომ რუსული დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში მომდევნო კვირაში მაინც შედგება. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რუსი პოლიტიკოსები სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრას გეგმავენ. მაგრამ, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ მათ მასპინძლებისგან საკმაოდ ცივი მიღება ელით.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორივე პალატისგან უკვე მიიღო წინასწარი თანხმობა სირიაში შეზღუდული სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე. ამ ეტრაპზე დარჩენილია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურა, რომელიც 9 სექტემბერს უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები






