ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ჯავახიშვილის ქუჩაზე აკაციის ნერგები დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მიიღეს.
საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 300 გრძივი მეტრის ფართობზე, დაკარგული ნიშნულების აღდგენაც მოხდა, რის შემდეგაც, ტერიტორიაზე 33 ძირი აკაცია დაირგო.
„ჩვენთვისქალაქის გამწვანებაზე ზრუნვაძალიან მნიშვნელოვანია. რაიონში ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, გამწვანების სამუშაოებიმიმდინარეობს. ჯავახიშვილის ქუჩაზე მოსახლეობის თხოვნით, სხვლა-ფორმირების სამუშაოებიც ჩატარდა. ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ. მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში 100-ზე მერი ხე-მცენარე დაირგო.
მასალის გამოყენების პირობები






