ვაკის ამომრჩეველთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად მივიდა
პოლიტიკა - 18:22, 20 Oct, 2018     5019

ვაკის ამომრჩეველთან შეხვედრაზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად მივიდა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი შვილი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი პირველი მხარდამჭერი ქეთევანი. ის ამ დილით ჩამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა მას, ამას ნიშნავს ქართული ოჯახი, რომელიც შენ გვერდით დგას", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ბევრი ადამიანური და ბუნებრივი რესურსი აქვს, რაც აუცილებლად უნდა დაიცვან და განავითარონ.

„28 ოქტომბრის შემდეგ იწყება ჩვენი ძალიან საინტერესო სვლა, რომ ქვეყანა გავხადოთ თანამედროვე, ევროპული და ამავე დროს ქართული, ძალიან ძლიერი სახელმწიფო.

ამ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი რესურსი – ნიჭის, ადამიანური და ბუნებრივი. უნდა დავიცვათ ეს ბუნებრივი რესურსები და ისინი განათლებითა და ცოდნით განვავითაროთ. ეს არის საქართველოს გზა ევროპისკენ და არა მხოლოდ ევროკავშირში სამართლებრივად გაერთიანების, არამედ იმ მხრივაც, რომ ჩვენ გავხდეთ ის, რაც ღრმად არის ჩვენს ბუნებასა და ფესვებში – ეს ევროპული, ცივილური ქვეყანაა, რომლისთვისაც ყველაფერი გვაქვს, მაგრამ, ალბათ, ცოტა მეტი შრომა და თანმიმდევრულობა გვინდა.

მე ვიქნები ყველა იმ უფლების დამცველი, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში. სოციალურად დაუცველი ფენა, შშმ პირები, რომლებისთვისაც ჯერ არ გაგვიკეთებია, რაც მათ სჭირდებათ და რაც ეკადრება საქართველოს, უნდა შემოვიყვანოთ საზოგადოებაში. ეს საზოგადოება უნდა გახდეს მართლაც ქართული საზოგადოება თავისი ყველა ღირებულებით – ტოლერანტი, დემოკრატი, ღია, საკუთარი ფასეულობების, ისტორიისა და ტრადიციების დამცველი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42