თბილისში პირველი ღია საჭიდაო არენა გაიხსნა
საზოგადოება - 17:47, 20 Oct, 2018     1391
თბილისში, პირველი ღია საჭიდაო არენა გაიხსნა, სადაც ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, ტურნირი „თბილისის ფალავანი 2018“ გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო.


ისნის რაიონის გამგეობის მიერ, პირველი ღია ქართული საჭიდაო არენა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოეწყო, რომელიც მრავალფუნქციურია და 500 მაყურებელს იტევს.

„ჩვენი პირველი დიდი ჩემპიონების თაობის გამარჯვების საფუძველში ქართული ჭიდაობის ელემენტები იყო, რითაც მათ შეძლეს, ქართული სპორტისთვის მსოფლიო აღიარება მოეტანათ. დღეს პირველი ქართული ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა, რომლის ანალოგი თბილისში არ არსებობს. ეს უდიდესი პროექტია იმისთვის, რომ ახალგაზრდებში არამხოლოდ ჯანსაღი და სპორტული აღზრდის პრინციპები დავნერგოთ, არამედ მათ ჩვენი ტრადიციები ვაჩვენოთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

პროექტის ფარგლებში, არენის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, სადაც მოსასვენებელი სკამები და ურნები განთავსდა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა დეკორატიული ლამპიონებითა და კედლის ფერადი მინათებებით. სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები. არენასა და სკვერში ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

საჭიდაო არენის მშენებლობისა და სკვერის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 353 313 ლარი დაიხარჯა.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული ჭიდაობის, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ისტორიული საარქივო მასალების ფოტო-გამოფენაც მოეწყო.

„თბილისის ფალავანი 2018“-ში მონაწილეობა სპორტსმენებმა სამ წონით კატეგორიაში მიიღეს. ტურნირში გამარჯვებული I, II და III ადგილის მფლობელი ფალავნები დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. ტურნირის საუკეთესო ფალავანს კი, ტრადიციულად ყოჩი გადაეცა.

ქართული საჭიდაო არენის გახსნის ღონისძიებას ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ვალერი პარუნაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42