"ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს."- სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 14:01, 20 Oct, 2018     734
"ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს", – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.


როგორც სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში, იგი მოსახლეობას ჰპირდება, რომ საქართველოს განვითარება 21 საუკუნის თანამედროვე, ევროპულ ფორმატზე გადავა.

"მე ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფორმატზე, რაც 21-ე საუკუნის ევროპას გულისხმობს. ევროპის ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ ის, რაც დადებითი აქვს. კარგი მაგალითები უნდა გამოვიყენოთ. აზრთა სხვადასხვაობა საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის, იქ, სადაც სხვადასხვა აზრი არ არსებობს, ქვეყანა მკვდარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ყველა იმ საკითხებში, რაც საჭირბოროტოა ამ ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთის, გამთლიანებისთვის. ვინც მომყვებით გამთლიანების, გაერთიანების, ევროპულობის გზაზე და რაც მთავარია, ქართველობის გზაზე, ყველა ერთად საქართველოსთვის, მაშინ გამომყევით." – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42