ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და "მინერვას" შორის
საზოგადოება - 12:10, 20 Oct, 2018     1462

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ქართულ-იტალიურ საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია "მინერვას" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია განათლების სისტემაში იტალიური ენისა და კულტურის დანერგვის ხელშეწყობა.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მეორანდუმს ხელი მოაწერეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა და "მინერვას" პრეზიდენტმა მაია ჯიჯავამ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა იტალიური ენის მეთვრამეტე მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ვებინარის „იტალიურ-ქართული ურთიერთობები, ენა და კულტურას“ ფარგლებში, რომელიც 17 და 18 ოქტომბერს იმართება.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ უზრუნველყონ იტალიური ენის მასწავლებელთა გადამზადება, რაც დაფუძნებული იქნება როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ სწავლებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მინერვას" ხელმძღვანელმა აიღო ვალდებულება ცენტრთან ითანამშრომლოს ყოველწლიურად იტალიურენოვანი მოხალისე მასწავლებლების შერჩევის პროცესში ცენტრის პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში. პროგრამის ფარგლებში ჩამოდიან უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები და საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლასა და პროფესიულ სასწავლებელში ასწავლიან უცხო ენებს.

პირველ ეტაპზე პროგრამასთან და მოხალისე მასწავლებლებთან ითანამშრომლებს 12 ადგილობრივი იტალიური ენის მასწავლებელი, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში მიეცემათ საშუალება აიმაღლონ როგორც ენობრივი კომპეტენცია, ასევე ზოგადი პროფესიული უნარები.

„ჩვენი მასწავლებლების ენობრივი კომპეტენციების გაძიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია აღნიშნული მემორანდუმის. ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებულ ენებს დაემატა იტალიური ენა, ეს აჩენს შესაძლებლობას მოსწავლეებმა ისწავლოს იტალიური, როგორც მეორე და მესამე უცხო ენა, ეს ხარისხიანად არ მოხდება თუ კი არ გვეყოლება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები,“ განაცხადა მანანა რატიანმა.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ითანამშრომლებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან იტალიური ენის სასწავლებლად საჭირო სასწავლო რესურსების მოძიების საქმეში და დაეხმარება იტალიური ენის მოხალისე მასწავლებლებს სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაში.

ასევე მხარეები თანხმდებიან განახორციელონ იტალიურ და ქართულ სკოლების შორის გაცვლითი კულტურული პროგრამები, რაც ქვეყნებს შორის მოსწავლეების, მასწავლებლების დაახლოების და საგანმანათლებლო სისტემებში მიმდინარე პროცესების უკეთ გაცნობის შეუწყობს ხელს.

შეთანხმება ასევე გულისხმობს, მასწავლებლებისთვის ერთობლივი პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განხორციელებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42