„ყარს დანიის სამეფო“ და ყანდიაშვილ-ფოფხაძის პოლიტიკური გვამების სუნი ასდის“, - თაკო ჩარკვიანი
სოც.მედია - 21:50, 19 Oct, 2018     13170
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, კოკა ყანდიაშვილს, რომელმაც ჩარკვიანს სტატუსი მიუძღვნა, სოციალური ქსელითვე პასუხობს და ყანდდიაშვილს „ბებერი გენერლის ოროსან მოსწავლეს“ უწოდებს.


„სტატუსი-წერილი მივიღე „ბებერი გენერლის“ „ოროსანი მოსწავლისგან“, „ყანდურ“- კოკა ყანდიაშვილისგან (როგორც მას მოიხსენიებენ უკვე მრავალი წელია, „თუთაშხიაში“ რომ ყანდურია, ხორბალს რომ აყრიან და რომ მარხავენ დათა და მისი მეგობრები, იმ ყანდურთან ასოციაციით), მამაშენი, ჯანსუღი მიშას წინააღმდეგ იყო ოპოზიციაში და შენ რატომ არ ხარო. დიახ, მეც და ჯანსუღიც და ხალხის დიდი უმრავლესობა ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ ვიყავით ოპოზიციაში, იმ დაშვებული შეცდომების და სისასტიკეების გამო და სწორადაც ვიყავით, არ აპატია ხალხმა ის დაშვებული სამართლებრივი სისასტიკეები და გაუშვა სახლში ყოფილი ხელისუფლება, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ (დღეს, როცა შენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და როცა „ბებერი გენერლის“ პატარა „ყანდურები“ ქვეყნის გადაბარებას ლამობენ და ყველაფერს აკეთებენ უკვე 27 წელია, რომ საქართველო რუსული კორუფციული მართვის სტილის ქვეყნად აქციონ და მარიხუანის ნარკოტრაფიკის ქვეყნად იქცეს), რადგან ოპოზიციაში ვიყავით, ამიტომ ეს ქვეყანა გადავაყოლოთ?!

ასე იყო მაშინ, 2008 წელს, როცა ომის დღეებში საყოველთაო ჯაჭვი გამოცხადდა, მახსოვს, მსახიობმა, გია როინიშვილმა დარეკა, რუსთაველის თეატრში შევიკრიბოთო, ჩვენ - მე და მამა ოპოზიციაში ვიყავით, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯაჭვში ვიდექით, ჯანსუღს ფეხზე დგომა უჭირდა (ფეხების გამო) და ბიჭებმა სკამი გამოუტანეს და ბოლომდე ჯაჭვში იდგა (სხვათა შორის, მაშინაც გვითხრა, ერთ-ერთმა „პატარა ყანდურმა“, რატომ იდექით, თქვენ ხომ ოპოზიციაში ხართო, მაგრამ აბა, როგორ გავაგებინებ, რომ 27 წელია, დანაწევრებული ჩემი ქვეყანა ძალიან მტკივა - 400 ათასი ერთ მხარეს, 500 ათასი მეორე მხარეს, მილიონიანი ემიგრანტების (გაწვალებული-მშრომელი ადამიანების, სახელმწიფოსგან მიტოვებული არმია)“

„ყანდურები“, ფოფხაძეები არ დაელია ამ ქვეყანას, ამათი მოგონილია სიტყვა „ამისტი“ და „იმისტი“ და ესენი, ამ დროს, დიიიიდ და ბინძურ ფულს აკეთებენ საქართველოს და ხალხის დაპირისპირების, გაწვალების ხარჯზ.

ჰოდა, არ გამოგივათ ამჯერად, რადგან მე, მაშინდელმა ოპოზიციონერმა თუ შევძელი, რომ გაერთიანებისკენ ნაბიჯი გადამედგა და ეს გამოვიდა, ესე იგი, ყველაფერი შეიძლება, რადგან ყველგან არიან გონიერი, წესიერი ადამიანები, რომელთა გარეთიანებით ქვეყანას უდაოდ ეშველება და არ დავუშვებთ საქართველოს რუსულ კორუფციულ სივრცესთან მიერთებას, რადგან „ყანდურ, ძმაო“, ჯანსუღმა მასწავლა სწორედ, რომ „ მთავარი მაინც მამული არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი!“

ისე, მინდა გითხრა, რომ ჯანსუღის ის პატარა ფუნაგორია: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების, შენ გეკუთვნის, კოკასა, კოკასაო. მართლა შენ დაგიწერა და დაბეჭდა კიდეც გაზეთ „ქართულ სიტყვაში“ და კიდევ ერთი ჰქონდა ასეთი, მახსოვს, შენს „პედაგოგს“ მიუძღვნა: „შენმა ენამ მე ვერ მავნო, შენ კი გავნო, გავნო, გავნო“. ჯ . ჩ.

დიახ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამო, უნდა გაერთიანდეს ქვეყანა და ეს იქნება გონიერი, წესიერი ხალხის ახალი გაერთიანება, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშ თავის სიტყვას იტყვის, უნდა დასრულდეს „ყანდურების“ „დაყავი და იბატონე“, რითიც ჩაძირულია ეს ქვეყანა ჭაობში და ერთი და იგივე „ყანდურ- ფოფხაძეების“ კორუფციონერთა ბანდას, რომლებსაც ამ (სისტემატიური, მრავაწლიანი) ადამიანების წაკიდება-დაპირისპირებით ერთ წრეზე დაჰყავს ეს ქვეყანა, ამჯერად ვერა, არ გამოგივათ ეგ „ძველი გეგმა“, ყველა თქვენს მიერ ჩადენილი სიბინძურეები ცნობილია (თუ გნებავთ მეტს მოგვიანებით მოგართმევთ), რადგან (გარკვეულმა ადამიანებმა) მიზანმიმართულად, ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ !!!!

და ბოლოს, თქვენს რუსულ „შტაბკვარწირას“ ნუგზარ ფოფხაძის ხელმძღვანელობით გადაეცით, რომ მოუძველდათ მეთოდები და მეტი რუსთაველზე ( თქვენდა სამწუხაროდ) რუსის ჯარის, ტანკის გრუხუნი არასდროს განმეორდება!!!!!!!

კარგად დაიმახსოვრეთ, საქართველო შეცურავს დიდ ოკეანეში!!!!

P.S. „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების“! - დიახ ეს ფუნაგორიად ანუ ფუნა-გორიად ჯანსუღმა უთხრა (ხუმრობით, ცხადია) კოკა „ყანდურ“ ყანდიაშვილს, ანუ რა სიბინძურეც შიგ სულში გაქვს შენ, კოკას, ის გადმოედინება შენგან კოკაო. ახლა ეს „იუმორით“ სავსე, ფოფხაძის ოროსანი მოწაფე მწერს, ეგ ხომ შოთა რუსთაველისაა და ჯანსუღი, როგორ მეტყოდაო. ეგ შოთასია ნაღდად, მაგრამ ახლა რასაც გეტყვი „ყანდურ, ძმაო“, აი, ეს კი ნაღდად ჯანსუღის ფუნაგორიაა: გაგახსენებ, მესმის, არ გინდა, რომ გახსოვდეს, ალბათ: „წამსვე შემიტოკდა ულვაში, შენ რომ დაგინახე „ფიგარო“, ილია არ ყოფილა დუმაში, შენ ვის დუმაში ხარ, ჯიგარო?!“ ასე, რომ, „კოკა სულ წყალს ვერ მოიტანს“ - იუმორი, იუმორი, „ყანდურ, ძმაო“, ასე სერიოზულად სხვის ფუნა-გორიას ნუ შეხედავ, თორემ მხოლოდ ფუნა შეგრჩება, ნუ, თუმცა ხომ იცი, „მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო“, - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42