"ცესკო-მ შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი პრეცედენტი დაამკვიდრა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
პოლიტიკა - 20:30, 19 Oct, 2018     1077
გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ოპოზიციის განცხადებაშია აღნიშნული, ცესკო-მ შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი პრეცედენტი დაამკვიდრა

"საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე უარი თქვა გაეთვალისწინებინა „სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს თხოვნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ბიულეტენის ტექსტის დადგენისას პრეზიდენტობის კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად განსაზღვრულიყო „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია”.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აღნიშნული სახელით ჩვენ უკვე რეგისტრირებული ვართ კანდიდატების წარმდგენ საარჩევნო სუბიექტად 2018 წლის 28 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს იმართება თერჯოლისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში.

ზემოაღნიშნული განსხვავებული მიდგომა ერთიდაიმავე დღეს ჩასატარებელ არჩევნებზე ერთისაარჩევნო ნომრის მქონესუბიექტისათვის ბიულეტენებში სხვადასხვა სახელის მინიჭება წარმოადგენს „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია”-ს მხარდამჭერების დეზორიენტაციის მცდელობას, ეწინააღმდეგება წინა პერიოდების პრეზიდენტის არჩევნების პრაქტიკას და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპს - ხელი შეუწყოს ამომრჩევლის მიერ საკუთარინების გამოვლენასა დადემოკრატიული, სამართლებრივიპროცესების დამკვიდრებას.

ნაცვლად ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიამ, ერთგვაროვანი პრაქტიკის უგულვებელყოფით, დააამკვიდრა შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი პრეცედენტი.

ჩვენს საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო პლაკატები, ბანერები, კლიპები წარმოდგენილი და გავრცელებული აქვს ამომრჩეველთა შორის სწორედ აღნიშნული სახელწოდებით „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია”, რაც მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ნების გამოვლენის დროს. ამასთან, პრეზიდენტის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტის ბიულეტენში სახელწოდების ცვლილების საკითხი არ არის დეტალურად დარეგულირებული საარჩევნო კანონმდებლობით. ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა კანონის ანალოგიის პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ იხელმძღვანელა საქართველოს პარლამენტისა და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების ცვლილების წესის ანალოგითა და წინა პერიოდების პრეზიდენტის არჩევნების პრაქტიკით, რომელზე დაყრდნობით ჩვენი თხოვნის დაკმაყოფილება იქნებოდა ლოგიკურიც და სამართლებრივად დასაბუთებულიც, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი შეფასებით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება მოტივირებულია პოლიტიკური და არა სამართლებრივი საფუძვლით, რომლის მიზანია დამატებითი წინააღმდეგობები შეუქმნას პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს, რომელიც დამაჯერებლად ლიდერობს საარჩევნო კამპანიაში და მნიშვნელოვნად უსწრებს დღევანდელი რეიტინგით ხელისუფლების კანდიდატს" - აღნიშნულია "ძალა ერთობაშიას" განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42