"ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ იგეგმება პროვოკაცია" - პაატა ბურჭულაძემ განცხადება გააკეთა
პოლიტიკა - 18:46, 19 Oct, 2018     1300
საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ფონდის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმება.

ბურჭულაძე პროკურატურას რეაგირებისკენ და განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ იგეგმება მორიგი პროვოკაცია. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 25 ოქტომბერს ფონდი გეგმავს გრანდიოზულ, საქველმოქმედო გალა-კონცერტს.საქმე იმაშია, რომ გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით, ჩადიან იმ ოჯახებთან, რომელთაც ფონდი დაეხმარა. მინდა, მივმართო “იავნანას” ყველა ოჯახს, სტუდენტსა თუ ბავშვს, არ მოტყუვდეთ, არც ფონდი და არც მე თქვენთან ინტერვიუსთვის, ან რამე სხვა საკითხთან დაკავშირებით არავის არ ვაგზავნით. ეს ადამიანები ცრუობენ და არ არიან ფონდის წარმომადგენლები.კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ეს სამარცხვინო დევნა, გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს და ხალხს უთხრას სიმართლე. უთხრას, რომ ყველაფერი იყო სიცრუე და დადგმული სპექტაკლი, რომელმაც ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანები დააზარალა, ვისაც ფონდი ეხმარებოდა.ერთი წელია, ფონდი ვეღარ აკეთებს თავის საქმეს და ერთი წელია, სოციალურად დაუცველი ოჯახები ვეღარ იღებენ იმ დახმარებას, რომელსაც ფონდი გასცემდა.მე დღეს ასევე მივმართავ საქართველოს მთავრობას თხოვნის წერილით, დაეხმარეთ იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირს, სანამ „იავნანა“ სრულფასოვნად დაიწყებდეს მუშაობას. ჩვენ საქართველოს პროკურატურასაც გადავეცით იმ ოჯახების სია, ვისთვისაც დახმარების გაწევა გვინდოდა და გიგზავნით თქვენც, საქართველოს მთავრობას, კერძოდ ბატონ პრემიერ-მინისტრს. 25 ოქტომბრიდან ფონდი “იავნანა” ჩაერთვება და ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და ამაში მას ხელს ვეღარავინ შეუშლის" - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42