ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი თბილისში - რუსი ბიზნესმენები ამბობენ, რომ ღონისძიების ქართველი მასპინძელი დამსაქმებელთა ასოციაციაა
პოლიტიკა - 17:34, 19 Oct, 2018     1134
თბილისში მიმდინარე ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის მონაწილეეების ინფორმაციით, ფორუმის ქართველი მასპინძელი დამსაქმებელთა ასოციაციაა.

„მოსკოვიდან ჩამოვედი, რომ ფორუმზე ჩემი კომპანიის ნაწარმი წარმოვადგინო, პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. აქ მხოლოდ ბიზნესზე ვსაუბრობთ. როგორც ვიცი, ამ ღონისძიების ქართველი მასპინძელი დამსაქმებელთა ასოციაციაა,“ - განაცხადა ალია კარიმსაკოვამ.

რუსი ბიზნესმენები განმარტავენ, რომ ამ ფორუმს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და ის მხოლოდ ბიზნეს საკითხებს მოიცავს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში ქართულ-რუსული კომპანიები დაფუძნდეს, რომლის დამზადებული პროდუქტი ევროპაშიც გავა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის და უცნობია, რატომ ტარდება თბილისში ღონისძიება.

ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ძალიან თბილად მასპინძლობენ, იგივე უნდა ხდებოდეს ბიზნესთან მიმართებაშიც.

„ ჩვენი კომპანიისთვის საქართველო წარმოადგენს ფანჯარას ევროპულ ბაზარზე გასასვლელად. ქართული ბაზარიც საინტერესოა, მაგრამ ის მასშტაბებით ძალიან მცირეა, ამიტომ გვინდა, რომ საქართველოს გავლით მოვხვდეთ ევროპულ ბაზარზე,“ - განაცხადა მცირე და საშუალო ექსპორტიორები ასოციაციის დირექტორმა, იური შურიგინმა.

ფორუმის ორგანიზატორი, იური შურიგინი ამბობს, რომ ფორუმის მიზანი ბიზნეს გარემოს გაცნობაა.

„ჩვენ პოლიტიკისგან შორს ვართ. მაგალითისთვის, რუს ტურისტებს საქართველოში ძალიან თბილად მასპინძლობენ, იგივე უნდა ხდებოდეს ბიზნესთან მიმართებაში. ქართული ღვინო იყიდება რუსეთშიც, საქართველოშიც იყიდება რუსული პროდუქცია, სულ ეს არის. პოლიტიკაზე კომენტარს არ გავაკეთებ,“ - განაცხადა ფორუმის ორგანიზატორმა, კარენ ივანოვმა.

ფორუმის პარალელურად, იმ სასტუმროში სადაც დელეგაციაა დაბინავებული იმყოფებიან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია"-ს წევრები. ისინი თბილისში რუსეთის ბიზნესწრეების წარმომადგენელთა ვიზიტს აპროტესტებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42