„ქართული ოცნების“ წევრები „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ
პოლიტიკა - 16:21, 19 Oct, 2018     1111

„ქართული ოცნების“ წევრები „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ. ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ ამის შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, პარტიას დღეს კიდევ რვა ადამიანი ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, თერჯოლიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან და აჭარიდან შეუერთდა.

„წითელი ხაზია სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მათი პარტიის მხრიდან. ეს არის საკუთარ სინდისთან კომპრომისი, ეს არის თემა, რომლის გამოც თითოეულ ამ ადამიანს მოუწევს თავის მართლება საკუთარი შვილების და შვილიშვილების წინაშე იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ნელად მოქმედი ნაღმი ჩადებული ჩვენი ქვეყნის სახელწმიფოებრიობის საფუძველში,“ - აცხადებს უგულავა.

გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, მათ პარტიას შეუერთდა წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე შვანგირაძე.

„მეორე თვეა, მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი რაც გააკეთა, ყველა ნაცი, ვინც იყო და ებრძოდა „ქართულ ოცნებას“ ყველა დააწინაურა. შემდეგ, ხალხი, რომელიც 2014-ში მეგაფონით დადიოდნენ და ბიძინა ივანიშვილს წაღმა-უკუღმა აბრუნებდნენ, ისინი არიან წარჩინებულ თანამდებობებზე, მე ამ ხალხთან ვერ გავჩერდები,“ - განაცხადა კონსტანტინე შვანგირაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42