19 ოქტომბერს სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე, ჟიული შარტავას ძეგლის მიმდებარედ, პრეზიდენტობის კანდიდატი - კახა კუკავამხარდამჭერებს შეხვდა. კანდიდატმა მოუსმინა მხარდამჭერებს.
ძირითადი გულისტკივილი და საჩივრები საბანკო ვალებთან დაკავშირებით ჰქონდა მოსახლეობას, რის პასუხადაც კახა კუკავამმისცა დაპირება, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შეეცდება მოაგვაროს ეს ურთულესი პრობლემა. მოვალეთათვის ბანკის ვალების გადავადება, ეტაპობრივად დაფარვა, ასევე ბანკების მიერ კერძო საკუთრების გასხვისების შეზღუდვა კანონისძალით მისი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პრეზიდენტობის კანდიდატმა, შეკრებილებს წინასაარჩევნო პროგრამა მთლიანად გააცნო და ყურადღება გაამახვილა სხვაპრიორიტეტებზეც, რაც, გამარჯვების შემთხვევაში, მისი სამოქმედო გეგმა იქნება არამხოლოდ სოციალური პრობლემებისმოგვარების თვალსაზრისით, არამედ უმუშევრობის აღმოსაფხცრელად და სამართლიანობის აღსადგენად.
კანდიდატი მხარდამჭერებთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძნობს.
მასალის გამოყენების პირობები






