"იუსტიციის მინისტრის განცხადება იმის გაგრძელებაა, რაც ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, რომ სამოქალაქო სექტორს მათ შესთავაზონ მათი დღის წესრიგი და არასამთავრობო ორგანიზაციები მოვერგოთ მათთვის სასურველ დღის წესრიგს. ეს გამორიცხულია, ასე არ იქნება. ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს იმ თემებზე, რაც მიგვაჩნია საჭიროდ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ზოგადად, როგორც წესი, კანდიდატების და მათი მხარდამჭერების მხრიდან ადგილი აქვს ხოლმე აგრესიულ მოქმედებებს. ჩვენ ვნახეთ ბანერების დაზიანების შემთხვევები. ამ თემაზე ჩვენს ანგარიშში ვისაუბრებთ, თუმცა რას მივაქცევთ ყურადღებას და რაზე გვექნება რეაქცია და რა ფორმით, ეს ჩვენი გადასაწყვეტია", - განაცხადა სალაძემ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი სულხან სალაძე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორი სალომე ზურაბიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით განხორციელებულ შევიწროვებას ყურადღებას არ აქცევს.
"იუსტიციის მინისტრის განცხადება იმის გაგრძელებაა, რაც ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, რომ სამოქალაქო სექტორს მათ შესთავაზონ მათი დღის წესრიგი და არასამთავრობო ორგანიზაციები მოვერგოთ მათთვის სასურველ დღის წესრიგს. ეს გამორიცხულია, ასე არ იქნება. ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს იმ თემებზე, რაც მიგვაჩნია საჭიროდ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ზოგადად, როგორც წესი, კანდიდატების და მათი მხარდამჭერების მხრიდან ადგილი აქვს ხოლმე აგრესიულ მოქმედებებს. ჩვენ ვნახეთ ბანერების დაზიანების შემთხვევები. ამ თემაზე ჩვენს ანგარიშში ვისაუბრებთ, თუმცა რას მივაქცევთ ყურადღებას და რაზე გვექნება რეაქცია და რა ფორმით, ეს ჩვენი გადასაწყვეტია", - განაცხადა სალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






