ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია - ზურაბიშილი
პოლიტიკა - 14:32, 19 Oct, 2018     1606
ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში განაცხადა.


ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სირცხვილია ის, რომ დღემდე არ არის გამოძიებული, თუ რა გარემოებებში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

"ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, რადგან მე არცერთ ქვეყანაში, არცერთ დროს და არცერთ ადგილას არ ვყოფილვარ გადატრიალების მომხრე, თუნდაც სააკაშვილის ოპოზიციის დროს, როცა ქუჩაში ვიდექი, სულ ვიძახდი: "არ შეიძლება გადატრიალება, ჩვენ არჩევნების გზით უნდა მოვიპოვოთ ხელისუფლება" და ამ აზრზე ვარ სულ, ბოლოს და ბოლოს ვარ არამხოლოდ ქართველი და ქართულ კულტურაზე აღზრდილი, ასევე ევროპელი ვარ, ეს ჩემშია, ამიტომ მე შეიძლება მხოლოდ პატივისცემით მივმართო საქართველოს პირველ პრეზიდენტს, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ვთვლი, რომ ვალდებული ვარ, დავასრულებინო, ჩემს კომპეტენციაში არ იქნება, მაგრამ უნდა დავასრულოთ გამოძიება, გუშინდელ ჩემს გამოსვლას გამოეხმაურა ოჯახი, რომ დრო იწურება, 25-წლიანი ვადა არის სანამ შეიძლება ეს გამოძიება დასრულდეს, ან გადავადება მოხდეს. როგორც კი ამირჩევენ და ფიცს დავდებ, ვნახავ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს დასრულდეს, რადგან ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია, რომ მისი პირველი პრეზიდენტის სიკვდილის პირობები დღემდე არ არის გარკვეული", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42