მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კალაძის უკანონო განცხადების შემდეგ, მერიის სამსახურებმა მასიურად დაიწყეს ოპოზიციური კანდიდატების საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის პროცესი.
„ძალა ერთობაშიას“ შეფასებით, მერიის აღნიშნული არალეგიტიმური ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანობის, თანასწორობისა და დემოკრატიულობის ხარისხს და იწვევს არაჯანსაღი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.
“თბილისის მერიის სამსახურებმა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან მასიურად დაიწყეს ოპოზიციური კანდიდატების საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის პროცესი. ამ ქმედებას წინ უძღოდა თბილისის მერის განცხადება, რომ იწყებდა თბილისის „გასუფთავებას“ საარჩევნო პლაკატებისაგან და რომ პოლიტიკურ სუბიექტებს არ ჰქოდათ უფლება საარჩევნო პლაკატები გაეკრათ გარკვეულ ადგილებზე. კალაძის გაცნხადებით „ამ სულელური პლაკატებით საარჩევნო სუბიექტები ამახინჯებენ ქალაქს“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ სააგიტაციო მასალა გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე, თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ კოდექსის 46-ე მუხლი მხოლოდდამხოლოდ კრძალავს სააგიტაციო მასალის გაკვრას საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.
საგულისხმოა, რომ ჩვენ არ დაგვირღვევია ზემოთხსენებული აკრძალვა და შესაბამისად, ასეთი ტიპის განცხადება თბილის მერის მხრიდან და შესაბამისი სამსახურების ორგანიზებული “შეტევის” განხორციელება მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია დასკვნით ეტაპზე გადავიდა და არჩევნებამდე დარჩენილია 10 დღე პირდაპირ და ცალსახად მიანიშნებს, რომ ხსნებული მოქმედებები მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესში ხელოვნურ ჩარევას და მის შედეგებზე უხეშად ზემოქმედებას. მერიის აღნიშნული არალეგიტიმური ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანობის, თანასწორობისა და დემოკრატიულობის ხარისხს და იწვევს არაჯანსაღი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. სრულიად ცხადია, რომ ამ კონკრეტული ქმედებით ხელისუფლება ზემოქმედებს ქვეყნის მთავარ ოპოზუციურ ძალასა და მის ამომრჩეველზე, ცდილობს რა ხელი შეუშალოს ამომრჩევლის ნების ფორმირებასა და თავისუფალ გამოვლენას.
აღსანიშანვია, რომ თბილისის მერიამ მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კადიდატის გრიგოლ ვაშაძის პალაკტების ჩამოხსნა დაავალა შესაბამის სამსახურს, მაშინ როდესაც სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს არავინ შეხებია; პირიქით, მერიამ მუნიციპალურ ტრანსპორტზე, სამარშუტო ავტობუსებზე და მიკრო ავტობუსებზე განათავსა სახელისულფებო კანდიდატის ბანერები და არ მისცა თანაბარი კვოტები სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს.
სრულიად ცალსახაა, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის მიერ განხორციელებული ქმედებები ხელს უშლის წინასაარჩევნო პროცესისთვის სამართლიანი გარემოს არსებობას და ზღუდავს ოპოზიციური პარტიების შესაძლებლობებს თავისუფალ გარემოში და თანასწორად აწაროომონ წინაასარჩევნო კამპანია”- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






