დავით სერგეენკოს თქმით, დეზინფორმაციის და ეჭვების გასაფანტად საქართველოს ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართავს, რათა მათ გამოაგზავნონ ოფიციალური მისია, რომელშიც სურვილის შემთხვევაში, რუსი სპეციალისტებსაც იქნებიან ჩართულები და ეს მისია შეისწავლის ლაბორატორიის საქმიანობას და დადებს ოფიციალურ დასკვნას:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამოდენიმეჯერ მკაფიო განცხადება გავაკეთეთ იმის შესახებ, რომ 2013 წლიდან ჩვენ ვმართავთ, საქართველოს მთავრობა მართავს ამ ლაბორატორიას და არა ამერიკის შეერთებული შტატები, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მკაფიო განცხადებები გაკეთდა იმის შესახებ, რომ ეს არის სამეცნიერო -კვლევითი ლაბორატორია, რომელიც არის მიმართული იქითკენ, რომ მოხდეს ეპიდემიებისა და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექცია და პრევენცია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვიპატიჟეთ რუსი კოლეგები, რომ ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ ეს ლაბორატორია და დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, ფაქტია, რომ ეს მსჯელობა ისევ მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავთ თხოვნით, რომ გამოაგზავნონ ოფიციალური მისია, რომელშიც სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, ძირისძირობით შეისწავლიან ყველაფერს და დადებენ ოფიციალურ დასკვნას, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში.“- განაცხადა სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






