მირზა სუბელიანი ხელისუფლებას დამხობით ემუქრება - ახალი სკანდალური ჩანაწერი
პოლიტიკა - 21:12, 18 Oct, 2018     2032
მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დამხობით ემუქრება. „კურიერმა“ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის კიდევ ერთი საუბრის აუდიოჩანაწერი მოიპოვა.

ფარული მასალით ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ყოფილი პროკურორი, რომელიც ახლა გლდანის ციხეშია, ხელისუფლებაზე გაბრაზებულია და შურისძიებაზე საუბრობს.

პატიმარი მირზა სუბელიანი ფარულ აუდიო ჩანაწერში აცხადებს, რომ სოზარ სუბარის ხათრით თავს იკავებს და ხელისუფლებას არ ამხობს.

საკნის დიალოგებიდან ირკვევა, რომ სუბელიანს, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების შედეგად 2014 წლამდე მოპოვებული აქვს კომპრომატები.

აუდიოფაილიდან დგინდება, რომ მირზა სუბელიანს დაკავებამდე სულ სხვა პირობა მისცეს, საკანში გადაყვანის შემდეგ კი სხვა რეალობა დახვდა. ის „ქართული ოცნების“ წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებას შეუთვალოს, რომ მის ყოფილი თანაგუნდელების წინააღდეგ მოგროვებულ კომპრომატებს არ გაყიდის, თუმცა შურს დარღვეული პირობების გამო იძიებს.

საკნის დიალოგებიდან ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილოა. მისი თქმით, 2013 წელს სისტემიდან გაშვებული კადრები შს სამინისტროში უკან დააბრუნეს და დააწინაურეს. სუბელიანის ასეთ მაგალითად შს გენერალური ინსპექციის უფროსს - ალექსანდრე ხოჯევანიშვილსასახელებს.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი იმ პირებზე გაბრაზებულია, ვის გამოც, მისი თქმით, დანაშაული დაიბრალა და ციხეში ჩაჯდა. პატიმარი დეპუტატს უყვება, რომ ციხეში მას სათანადოდ არ უვლიან.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ რთულ პირობებზეც საუბრობს, მათ შორისაა, საკვები, დამოკიდებულება, ოჯახის წევრებთან პაემნები და ამანათების ციხეში შეგზავნა.

მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესაძლო არეულობას არ გამორიცხავს და სავარაუდო თარიღსაც ასახელებს.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42