შემზარავი ფოტოები ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან - როგორ ზრუნავს სახელმწიფო ფსიქიკურად დაავადებულებზე
საზოგადოება - 17:23, 18 Oct, 2018     11848

2018 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოინახულა, რომელიც 600 პაციენტზეა გათვლილი. ნინო ლომჯარიას დაწესებულებაში სავალალო მდგომარეობა დახვდა; საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ–ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

"დაწესებულებაში წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.

სამწუხაროდ, პაციენტთა გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, მაგრამ წლების განმავლობაში იმყოფება სტაციონარში, მხოლოდ იმიტომ, რომ „წასასვლელი არ აქვს“. ამის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს გაწერილი პაციენტის მხარდამჭერი სისტემის არარსებობა, მატერიალური დაუცველობა, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების არარსებობა, ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობა და თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული სერვისების სიმწირე; ასევე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პაციენტთა უნარ-ჩვევების დეფიციტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და 100 ბენეფიციარზე გათვლილი საცხოვრებელი ნაწილი გარემონტებულია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. ამასთან, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში"- აცხადებს ნინო ლომჯარია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42