თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია - ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობა
საზოგადოება - 14:11, 18 Oct, 2018     1716

დედაქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 300-მდე ერთეული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო გაჩერებულია. როგორც დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსია გაჩერებული.

ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო დედაქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 300-მდე ერთეული გაჩერებულია. ამის შესახებ განცხადება დედაქაალქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ გააკეთა:

„თავის დროზე, 200-მდე ავტობუსმა ხაზზე მოძრაობა შეყვიტა. ეს იყო 12-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც მოძველებული იყო ექსპლუატაციის კუთხით. ამის გამო ხაზები დაიჩეხა და რეალურად მიკროავტობუსებმა გადაინაწილეს ეს ხაზები. 35-მდე ხაზი აღსადგენია და ჩვენ ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს. გვაქვს უბნები, სადაც მომსახურება მოსახლეობას არ მიეწოდება და ამ ხაზების აღდგენას დავიწყებთ. რაც შეეხება ტექდათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალებამ თუ ვერ გაიარა ტექდათვალიერება, ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, ის ვერ იმოძრავებს ქალაქში. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელსაც ფეხი უნდა აუწყონ, თუ ამ სისტემას ფეხს ვერ აუწყობენ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. მიკროავტობუსების ნაწილში ვიცი, რომ 200-მდე ერთეული გაჩერებული ჰყავთ, რადგან ტესტირება ვერ გაიარა. ავტობუსების ნაწილში 100-მდე ერთეულია გაჩერებული. მიმდინარეობს მათი ტექნიკური შემოწმება, რომ ეს ტესტირება გაიარონ. რაც შეეხება დაკვამლიანებას, ეს შესაძლოა, ბევრი მიზეზის გამო მოხდეს, ტექნიკასთან გვაქვს საქმე. შესაძლოა მუშაობის პროცესში გამოვიდეს ავტომობილი წყობიდან",- განაცხადა მუმლაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42