თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი რელსებზე იჯდა და მატარებელს ელოდა, მიუხედავად გაბმული სიგნალისა, არ ადგა.
„არ ვიცი ეს რა იყო. მატარებლის რელსებზე ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. გარშემო ვინც იყო, ყველამ დაინახა. სანამ მატარებელი გამოჩნდებოდა, ამბობენ მანამდეც ეძახდნენ, რომ ამდგარიყო, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა. ნასვამი იყო თუ ფხიზელი, არავინ იცის. თითქოს განზრახ იჯდა და მატარებელს ელოდა. მატარებლის დანახვისთანავე შეეძლო ამდგარიყო, მითუმეტეს მატარებლის მემანქანემ მალევე შეამჩნია და გაბმული სიგნალი მისცა. არაფრით არ ადგა. ეს უფრო თვითმკვლელობის ფაქტს ჰგავდა. სხვა რა შეიძლება დავარქვათ არ ვიცი. ადგილზევე გარდაიცვალა. არ ვიცით ვინ არის, მემგონი, რომ ადგილობრივი მცხოვრებია" - აღნიშნავს თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






