დღეს მთავრობის კანცელარიასთან ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
საზოგადოება - 16:56, 16 Oct, 2018     1692
4 დღის წინ სოფელ ლამბალოში გატაცებული 17 წლის გოგონას მხარდასაჭერად დღეს 17:30 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ქალთა მოძრაობა აქციას გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს:


„4 დღის წინ სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგო საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გაათრიეს და გაიტაცეს. დანაშაულს შეესწრო გატაცებულის უმცროსი და. თვითმხილველებმა ასევე ამოიცნეს ავტომანქანის მძღოლი. პოლიციამ იცის ვინ არის გამტაცებელი და მიუხედავად ამისა 4 დღეა სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ვერ პოულობენ გატაცებულ გოგონას.

საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებში ხშირია ცოლად მოყვანის მიზნით გოგოების გატაცება. ასეთ შემთხვევებზე საგამოძიებო სტრუქტურები პრაქტიკულად თვალს ხუჭავენ. პოლიცია ვერასდროს პოულობს გამტაცებელს, რომელიც ხშირად მეზობელ სოფელშია დამალული ნათესავებთან. სახელმწიფო ელოდება, როდის მორიგდებიან ოჯახები ერთმანეთში, შემდეგ კი ან სრულიად წყდება გამოძიება ან ფორმდება 5000 ლარიანი საპროცესო შეთანხმება. ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგოები ისეთი დაუცველები არიან საქართველოში, რომ მათ სკოლებს არ ამთავრებინებენ, ხშირად მშობლებს თვითონ დაჰყავთ 15-17 წლის გოგოები სკოლაში, რადგან მათთვის მარტო გადაადგილება სახიფათოა.

ეს მავნე პრაქტიკა არის სახელმწიფოს უმოქმედობით წახალისებული და ხელშეწყობილი ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაცია აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ.

ჩვენ მოვითხოვთ:

- შეწყდეს აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ;

- გატაცებული გოგოს ძებნაში ჩაერთოს ყველა სახელმწიფო ორგანო, რომელსაც შეუძლია სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

- შსს მინისტრმა პირად ზედამხედველობაზე აიღოს ეს საქმე;

- გამოქვეყნდეს და გავრცელდეს გატაცებულის და გამტაცებლის ფოტოები, რათა საზოგადოება ჩაერთოს გოგოს ძებნაში;

- დაისაჯოს არა მხოლოდ გამტაცებელი, არამედ ყველა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა და ვინც არ შეატყობინა დანაშაულის შესახებ სახელმწიფოს;

- ხელისუფლებამ შეიმუშაოს ადრეული ქორწინებისა და გატაცების წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგია და ბოლო მოუღოს დისკრიმინაციულ დანაშაულს და პრაქტიკას საქართველოში.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42