SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
საზოგადოება - 15:54, 16 Oct, 2018     1212
თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი 18 - დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2019 წლის გაზაფხული - ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს. კვირეული ,,ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში იმართება. თბილისის მოდის კვირეული ტრადიციისამებრ ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს გააცოცხლებს. ამჯერად, SOLO წარმოადგენს პროექტს - ,,Style Icon”, რომელიც მთაწმინდაზე ჩატარდება და ქართული სტილის კერპს, ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება. კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართული და უცხოელი დიზაინერების: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები. კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით დაესწრებიან „ვოგის“, „ელის“, „ჰარპერს ბაზაარის“, „ელ ოფისიელის“, „მარი კლერის“ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები. „აწარმოე საქართველოს" მოწვევით კი, მოდის კვირეულს უცხოელი შემსყიდველები, ე.წ. ბაიერები დაესწრებიან. ჩვენებები ღვინის მარნებში და სპეციალურად შერჩეულ ისეთ ადგილებში გაიმართება, რომლებიც ტურისტების, უცხოური პრესისა და ქართველი მნახველებისთვის საინტერესო იქნება. მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გლამურული ეკობაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ეკოპროდუქცია.


ქვეყანაში ეკოლოგიიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანისა და ბუნების დაცვის თემის პოპულარიზაციისათვის, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ სეზონზე სტუმრებისათვის ტრადიციული, ქაღალდის მოსაწვევები არ დაიბეჭდება და ისინი ღოისძიებაზე დასწრებას ელექტრონული მოსაწვევის საშუალებით შეძლებენ.

წელს თბილისი მოდის კვირეული ახალ აქცენტს ქართული ეკოპროდუქციის პოპულარიზაციაზე გააკეთებს. მე-19 სეზონისათვის კი, ამ მიმართულებას უფრო გააძლიერებს და ,,თბილისის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერები კოლექციებს ეკოქსოვილებით დაამზადებენ, რის შედეგადაც ,,თბილისის მოდის კვირეული" ,,ეკო ფეშენ ვიქად" გარდაიქმნება.

კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. ახალბედა დიზაინერები მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული კოლექციებითა და პერფორმანსებით წარსდგებიან.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თბილისი მერია, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42