ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ეკონომიკის ყოფილ მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს აღარ დაიცავს. აღნიშნულს თავად გაბუნია ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მასსა და კლიენტს შორის, მხარეთა შეუთანხმებლობის გამო ხელშეკრულება დაახლოებით ორი კვირის წინ შეწყდა:
„ვადასტურებ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემსა და დიმიტრი ქუმსიშვილს შორის ხელშეკრულება შეწყდა. ესაა კლასიკური მაგალითი მხარეთა შეუთანხმებლობის. ამაზე მეტს ვერ გეტყვით კონფიდენციალობიდან გამომდინარე. ვალდებული ვარ, გითხრათ – დღესაც მიმაჩნია, რომ ქუმსიშვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა ყველა საქმეზე, რომელშიც ფიგურირებდა, მათ შორის, „ომეგას“ საქმეზე. იურიდიული კონსულტაციები გავლილი გვქონდა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე ჩვენ შორის მოხდა შეუთანხმებლობა. ჩემი ინიციატივით შევწყვიტეთ ხელშეკრულება. დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით და საქმიან ნაწილზე ყველანაირად შეჯერებულები ვიყავით, თუმცა გარკვეული შეუთანხმებლობის გამო, თანამშრომლობა შევწყვიტეთ“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






