ლასლო თაბარი ექიმებისთვის ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის მულტიდისციპლინურ კურსს ატარებს
საზოგადოება - 15:20, 13 Oct, 2018     1551
ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესა და ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან„ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, შვედეთიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კურსის ხელმძღვანელი, პროფესორი ლასლო თაბარი ექიმებისთვის ატარებს ტრენინგს თემაზე - „ძუძუს დაავადებების გამოვლენა და დიაგნოსტიკა მულტიდისციპლინური მიდგომით“.

სატრენინგო კურსის გახსნაზე, კურსის შინაარსსა და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამაში ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ გეთიამ, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ციალა ჯელაძემ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმმა-რადიოლოგმა, ძუძუს კიბოს რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა თამარ ჩარკვიანმა.

როგორც ეთერ კიღურაძემ აღნიშნა, ეროვნული სკრინინგ ცენტრი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებაზემუდმივად ზრუნავს.

„ეროვნული სკრინინგ ცენტრი წელს იუბილარია და დაარსებიდან უკვე 10 წელს ითვლის. ამავდროულად, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ სწორედ„ვარდისფერ ოქტომბერში“ ჩვენი ექიმებისთვის სრულიად უნიკალურ ტრენინგს ატარებს ადამიანი, რომელსაც აქვს 45-წლიანი გამოცდილება ძუძუს დაავადებათა დიაგნოსტიკაში და შესაბამისად, მის სახელს უკავშირდება მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე. წლების განმავლობაში,ცენტრი ორიენტირებულია მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე და მუდმივად ზრუნავს სპეციალისტების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მაღალხარისხიანი სერვისების მიწოდება და სამედიცინო პერსონალის პროფესიული გადამზადება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტსაცწარმოადგენს“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა.

ტრენინგი განკუთვნილია რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, მამოლოგებისთვის, ქირურგებისთვის, გინეკოლოგებისა და ციტოპათოლოგებისთვის. კურსის მიზანია, ინტერაქტიული მეთოდით ძუძუს კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი ტენდენციებისა და მიდგომების განხილვა.

ტრენინგი დღეს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42