თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ფრანკფურტის უნივერსიტეტთან - გიორგი შარვაშიძემ და ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საზოგადოება - 13:40, 13 Oct, 2018     1480
სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და გაცვლითი პროგრამების ამოქმედება იყო მემორანდუმის მთავარი საკითხები, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ბრიგიტა ვოლფმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ღონისძიებას გერმანიაში საქართველოს გენერალური კონსული იოსებ ჩხიკვიშვილი ესწრებოდა. ორ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმს ხელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პარალელურად მოეწერა, რაც ქართულ-გერმანული წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრანკფურტის უნივერსიტეტი წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ახალი შეთანხმების საფუძველზე ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ეთნოლოგია-ეთნოგრაფიისა და ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებითაც გაძლიერდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ფრანკფურტის უნივერსიტეტი თსუ-ს დიდი ხნის პარტნიორია, თანამშრომლობის ფორმალიზება კი იქნება კარგი წინაპირობა ერთობლივი კვლევების წახალისებისთვის. „მემორანდუმს ხელი მოეწერა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პარალელურად. ბევრი მეცნიერი, რომელიც თანამშრომლობს ფრანკფურტის უნივერსიტეტთან, გერმანელ კოლეგებთან ერთად ბაზრობაზე წარმოადგენს ერთობლივ კვლევებს. ეს არის კარგი საშუალება რომ ევროპას შევახსენოთ რომ ჩვენც ევროპელები ვართ და საქართველოში მეცნიერება კარგად არის განვითარებული“,-აღნიშნა თსუ რექტორმა.

მემორანდუმის გარდა ხელი მოეწერა რამდენიმე ხელშეკრულებას, რომელიც სტუდენტების, მათ შორის დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და კვლევებში აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. „ეს შეთანხმება არის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც გვაძლევს თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებას, ამასთან, სტუდენტებს და პროფესორებს ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ“,-განაცხადა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ბრიგიტა ვოლფმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ფართომასშტაბიანი პროგრამით წარსდგა. ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად იმართება საჯარო ლექციები და პრეზენტაციები, სადაც ვრცლადაა მიმოხილული ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42