პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ "წინანდლის პრემიის" დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა
საზოგადოება - 11:05, 13 Oct, 2018     2027

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ "2018 წლის წინანდლის პრემიის" დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. პრეზიდენტმა კონკურსის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა.

"წინანდლის პრემია" საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელშეწყობით 2014 წელს აღდგა და უკვე მეოთხე წელია მისი პატრონაჟით და ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდის მხარდაჭერით იმართება.

სწორედ ამ მხარდაჭერისა და წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტს პროექტის ორგანიზატორებმა მადლობის სიგელი გადასცეს. ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში გაჩნდა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა "წინანდლის პრემია". სწორედ ზურაბ ჟვანიას გახსენებით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის განხორციელებისათვის ნინო ჟვანიას მადლობა გადაუხადა.

"დღეს ძალიან ამაღელვებელი და სევდიანი დღეა, რადგან ის ადამიანი ვინც ამდენი შექმნა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანისათვის ჩვენთან ერთად არ არის. ეს კონკურსიც და ეს პრემიაც მისი საქმის გაგრძელებაა და ყველას სახელით მინდა მადლობა გითხრათ, რომ ზურა ჟვანიას საქმეს ამ ემოციით და ასეთი სიყვარულით აგრძელებთ. ძალიან ბევრს ვსაუბრობდით მე და ზურა პოლიტიკაზე და მუდმივად მეუბნებოდა, რომ უნდა ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. ის იყო ადამიანი, ვინც მე დამანახა ჩვენი რეალობა, დამანახა პოლიტიკა როგორც სიყვარული საკუთარი ქვეყნის, ეს ძალიან განსხვავებული ხედვა იყო. ის, რასაც ზურა მაჩვენებდა იყო სრულიად სხვა რამ, სხვა ხედვა პოლიტიკის, ეს იყო ხედვა საკუთარი ქვეყნის სიყვარულის და ამ სიყვარულის ქმედებაში განხორციელების . ეს არის სიყვარულო ერის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს ვითარებაში ახერხებს, რომ იყოს ლაღი , დამოუკიდებელი და თავისუფალი. ეს ის ერია, რომელმაც უცნაურად გადაწყვიტა, რომ სხვისი დამწერლობით კითხვა არ უნდა და თავისი შექმნა. წარმოგიდგენიათ როგორი უცნაური გადაწყვეტილებაა. ამას არ აკეთებდნენ სხვები. ამ დამწერლობით შექმნა ლიტერატურა. ეს ის ერია, რომელმაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა შეგვეგრძნო მრავალჟამიერი, ვაჟა ფშაველა , სწორედ ამ აღტაცების პოლიტიკაში გადატანაზე მელაპარაკებოდა ზურაბ ჟვანია. პოლიტიკა, როგორც სიყვარული, არა სიძულვილი, არა დაპირისპირება , არა ომი, არა ნგრევა , არამედ რაღაცის სიყვარული და რაღაცის მიმართ საკუთარი თავის მიცემა, ეს ის არის რაც ზურამ პირველად დამანახა და შეიძლება ითქვას რომ ამის მერე არც მინახავს ასეთი პოლიტიკოსი, რომელიც ასე ხედავდა თავის მოღვაწეობას. ეს კონკურსიც და ეს პრემიაც, ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც ზურამ შექმნა ამ სიყვარულის გაგრძელებაა. მე მიხარია, რომ ჩვენ ყველანი თანამონაწილე ვართ ამ ემოციიის ამ პროცესის, მე მიხარია რომ ამ წლების განმავლობაში ამდენი განსაკუთრებული ადამიანი, ამ კონკურსის მეშვეობით წარსდგა უფრო ფართო საზოგადოების წინაშე. გისურვებთ ყველას წარმატებას და კიდევ ერთხელ მადლობას გიხსნით ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საქმისთვის,"- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42