14 საათიანი დაკითხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ - ქართული არმიის ოფიცერი პოლიციის განყოფილებიდან ტვინის შერყევითა და სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაშავებული სამართალდამცავებს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს, იგი ძველ თბილისში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველია. ზურა მორჩილაძის განცხადებით, სამართალდამცავები მკვლელობის საკუთარ თავზე აღებას აიძულებდნენ. ოფიცერი და მისი ოჯახის წევრები შესაბამისი მოკვლევის დაწყებას მოითხოვენ.
მთავარი პროკურატურა აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით დუმს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მორჩილაძეზე არავითარი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მორჩილაძეზე 14 საათის განმავლობაშ ძალადობდნენ როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, დაზიანებები კი იმდენად მძიმე იყო რომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო., იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. მორჩილაძე ვიტალი სფაროვის მკვლელობის თვითმხილველია.
მასალის გამოყენების პირობები






