"სოფო ძირს ეგდო, მისი ერთი თვის ბავშვი კი საძილე წამლის ზემოქმედების ქვეშ იპოვეს"- ვინ იყო საბერძნეთში წამებით მოკლული 23 წლის გოგონა
საზოგადოება - 14:58, 12 Oct, 2018     34332
საბერძნეთში, ქალაქ ათენში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოება შეძრა. მეგობრებმა საქართველოს მოქალაქე 23 წლის სოფო შანშიაშვილი (წილკაური) გარდაცვლილი იპოივეს.

მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. მას 2 თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, როდესაც ახლობლებმა სოფოს ცხედარი ნახეს, პატარა დამამშვიდებელი აბების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გარდაცვლილი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. ოჯახის ახლობლების თქმით, გოგონას მეუღლე პატიმარია. ცნობილია, რომ სოფო წიკლაურის დედაც საბერძნეთში ცხოვრობს.

“დეტალები უცნობია, რა მოხდა და რატომ მოკლეს 23 წლის სოფი წიკლაური. ის მარტო ცხოვრობდა საკუთარ შვილთან ერთად. მისი შვილი ერთი თვის ჩვილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. სოფის ჰყავს მეუღლე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, პატიმარია. რამდენადაც ვიცი, ათენში ცხოვრობს სოფის დედაც, მას მეორე ოჯახი აქვს, ბერძენი მეუღლე ჰყავს. სხვა დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. როგორც მეუბნებიან, სოფის ძალიან უჭირდა და დახმარებას საჭიროებდა. ძალიან სამწუხარო და შემზარავი ამბავი მოხდა”, – განაცხადა ათენიდან ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა დარეჯან ღამბაშიძემ. მოკლული 22 წლის სოფი წიკლაური 5 წელი საბერძნეთში ცხოვრობდა.

სოფოს ტრაგიკული სიკვდილის შესახებ "ნიუპოსტს" გარდაცვლილის კიდევ ერთმა მეგობარმა უამბო:

"სოფო სასტიკად არის ნაწამები. როდესაც არ გამოჩნდა მეგობრები მის საცხოვრებელ ადგილზე მივიდნენ, კარი არავინ გაუღო, სახლიდან კი ძაღლის გაბმული წკმუტუნისა და ყეფის ხმა ისმოდა. კარი შეამტრვრიეს და საშინელი ვითარება დახვდათ. საწყალი გოგონა ძირს ეგდო. როგორც თვითმხილვევებმა გვითხრეს, სოფო მკვლელობის მსხვერპლია, მისი ლამაზი სხეუილი სულ ნაწამები და დალურჯებული იყო, საბრალო 2 თვის ჩვილი კი საწოლში იწვა, რომელიც პოლიციელების თქმით, საძილე საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო"- ამბობს გარდაცვლილი ქალის მეგობარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42