ბეტონით შელესილი და ყვითლად შეღებილი ისტორიული გალავანი- რა ელის დამახინჯებულ კულტურულ მემკვიდრეობას და ვანდალური აქტით კმაყოფილ სიღნაღის მერს
საზოგადოება - 12:46, 12 Oct, 2018     2772
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილის დამახინჯებისთვის სიღნაღის მერია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია 12 ათასი ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება სიღნაღის ისტორიული გალავანის დააზიანებას, რომელიც ბეტონით შელესეს და ყვითლად შეღებეს.

კანონდამრღვევებს 12 - 12 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. სიღნაღის მუნიციპალიტეტს ახალი საპროექტო დოკუმენტაციის შესამუშავებლად კი ექვსი თვე აქვს.

როგორც გაირკვა, ისტორიული გალავანს ე.წ. რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ჩაუტარდა. მერიის დავალებითვე მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც ისტორიული გალავანი დაამახინჯეს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტომ მომხდარი "გაუცნობიერებელი, უხარისხო და უნებართვო, შესაძლო ვანდალიზმად შეაფასა“.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის N88-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შედგა, რაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევას გულისხმობს.

თავად სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი გალავანზე ჩატარებული სამუშაოებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ გალავანი არ დამახინჯებულა, ის განახლდა და გალამაზდა.

„დღესაც ვნახე ეგ მშენებლობა. ეგ არის მიშენება, ტურისტულ ბილიკზე ასასვლელი. ადრეც ასე იყო, ახლა განახლება მოხდა და შევალამაზეთ. რა, ქვებით ხომ არა ავაშენებდი? შეიძლება თქვენთვის არის სიმახინჯე, მაგრამ ჩემთვის არ არის“, - აღნიშნა მერმა „რეგინფოსთან“ საუბრისას.

ამ დროისთვის ისტორიულ გალავანზე სამუშაოები შეჩერებულია. სავარაუდოდ ახალ ნალესობას მოხსნიან და ძეგლს პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42