„ვასო ურუშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობასთან შეუსაბამოა“ – „AMS Airlines”-ი HUB Georgia-ს წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს
საზოგადოება - 12:09, 12 Oct, 2018     1222
„AMS Airlines”-ი HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის მიერ ეკონომიკის მინისტრისთვის გაგზავნილ მიმართვას ეხმაურება. როგორც „ნიუპოსტს“ ავიაკომპანიაში განუცხადეს, ურუშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის დაუზუსტებელი და რეალობასთან შეუსაბამო.

„ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ავიაკომპანიის განცხადებას.

„AMS Airlines”-ი ეხმაურება 2018 წლის 01 ოქტომბერს NEWpost-ის ვებ-გვერდზე ააიპ „ჰაბი-საქართველო“-ს (HUB Georgia) გამგეობის თავჯდომარის ვასო ურუშაძის მიერ გავრცელებულ დაუზუსტებელ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან გადაუმოწმებელ და რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განცხადების თანახმად, სატვირთო ავიაკომპანია „AMS Airlines”-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის AOC (AIR Operator Certificate) მოქმედების ვადა 2019 წლის 28 სექტემბრამდე გაუგრძელდა. „სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის მიერ, ავიაკომპანია „AMS Airlines”-სთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2018 წლის 24 სექტემბერს.

ავიაკომპანია “AMS Airlines”-ი ფლობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს და კანონმდებლობის სრული დაცვით, ამ ეტაპზე მისი კუთვნილი ხუთი საჰაერო ხომალდიდან ოთხი ხომალდი იჯარით აქვს გადაცემული სხვა ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს “AMS Airlines”-ის ხომალდებით და ეკიპაჟით. ავიაკომპანიის ერთი საჰაერო ხომალდი, რომლითაც იგი კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს ახორციელებდა 28 სექტემბრიდან გაჩერებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შესაბამისად, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შემდეგ, ავიაკომპანიას ამ საჰაერო ხომალდით ფრენები არ განუხორციელებია.

HUB Georgia-ს მიერ, მიზანმიმართულად ხდება სააგენტოს მიერ გაცემული ორი სხვადასხვა დოკუმენტით – საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატით და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების ერთმანეთში აღრევა და საზოგადოებისთვის იმის წარმოჩენა, რომ თითქოს ავიაკომპანია არღვევს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების უარყოფის მიზნით ავიაკომპანია “AMS Airlines” სარჩელით მიმართავს სასამართლოს HUB Georgia-ს წინააღმდეგ“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, HUB Georgia-საღასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ავიაკომპანია „AMS Airlines"-მა ვერ დააკმაყოფილა „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის მოთხოვნები, რის გამოც მათ არ გაუხანგრძლივდა ავიაკომპანიის ოპერირების ლიცენზიაც AOC. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავიაკომპანიას უნდა შეეჩერებინა ფრენები 28 სექტემბერს, მაშინ როცა გაუვიდა ვადა მათი ოპერირების ლიცენზიას, თუმცა აღნიშნული ავიაკომპანიის დამფუძნებლებმა არ გაითვალისწინეს ეს და 29-30 სექტემბერს გააგრძელეს ფრენები ჩვეულ რეჟიმში, რაც არის ქართული და საერთაშორისო საავიაციო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. ამასთან დაკავშირებით, ურუშაძემ, რეაგირებისთვის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით მიმართა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42