იორმუღანლოში დახოცილი ცხვარი - რას ამბობენ ინვესტორები, რომლებსაც ცხოველების დახოცვაში ადანაშაულებენ
საზოგადოება - 11:58, 12 Oct, 2018     1607
სოფელ იორმუღანლოში, დახოცილი ცხვარის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს შპს „ TR Georgia Project 2” -ის დირექტორი ტაიებ რაშიდმანეში.

ცნობისთვის, ადგილობრივები უცხოელ ინვესტორებს ცხვრების მოწამვლაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივების განცხადებით, დაპირისპირება ინვესტორებთან რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტერიტორია გაიყიდა, ახალმა მფლობელებმა კი ადგილობრივებს საძოვრები ჩაუკეტეს.

მეცხვარეების ინფორმაციით, ინციდენტს 50 სული ცხვარი ემსხვერპლა, 150-მდე სული კი მოწამლულია.

ცხვრების მასობრივი დახოცვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო.

ტაიებ რაშიდმანეშის წარმომადგენელმა "ნიუპოსტს" აცნობა, რომ ბიზნესმენის შეფასებით, მედიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

"10 ოქტომბერს 11 საათზე მეცხვარეებმა ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე შემორეკეს ცხვარი.

მინდა, მხედველობაში მიიღოთ ის გარემოება, რომ ჩვენი კომპანიის თანამშრომლებმა გამოაკრეს გამაფრთხილებელი ნიშნები ქართულ ენაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მიწები შხამ-ქიმიკატების შემცველია. მეცხვარეები გაფრთხილებული იყვნენ ჩვენ მიერ, რომ არ უნდა გადმოეკვეთათ აღნიშნული ტერიტორია, რამეთუ მიწაში თაგვების საწინააღმდეგო საწამლავია გაშლილი.

ჩვენმა თანამშრომლებმა ამის შესაახებ ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივ პოლიციას. თუმცა მეცხვარეებმა არ გაითვალისწინეს აღნიშნული გარემოება, არ მიიღეს არც ჩვენი თანამშრომლების, არც პოლიციის გაფრთხილებები და მომხდარი ინციდენტი არის მხოლოდ მეცხვარეების დაუდევრობის შედეგი.

ჩვენ მიერ იყო ინფორმირებული პოლიცია, ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი მმართველობა/საბჭო- მთელმა სოფელმა იცოდა იმის შესახებ, რომ ჩვენი მიწები არის შეწამლული თაგვების საწიინააღმდეგო ქიმიკატებით, რომლებსაც ვიყენებთ უკვე 2 წლის განმავლობაში"- ნათქვამია ინვესტორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ტაიებ რაშიდმანეში ირწმუნება, რომ დახოცილია არა 50 ცხვარი, არამედ 31.

"გარდა ამისა, იყო აღნიშნული, რომ ჩვენ გამოვიყენეთ შხამ-ქიმიკატები წყალშიც, თუმცა არც ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რადგან წყლის არხი დახურულია და წყალი ჩემს ტერიტორიაზე არ გადის"- აცხადებს შპს „ TR Georgia Project 2” -ის დირექტორი ტაიებ რაშიდმანეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42