„ამხელა ტერიტორია 10 წუთში, რომ დაიწვას ბენზინი უნდა დაასხა"- 1 კვირის ინტერვალით განმეორებული ხანძარი "ელიავას" ბაზრობის დაცულ ობიექტებზე - რა ვერსიები აქვთ დაზარალებულებს
საზოგადოება - 12:55, 11 Oct, 2018     1682
რა გახდა ელიავას ბაზრობაზე ხის საამქროში ცეცხლის გაჩენის მიზეზი - ამ კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. შესაბამისმა უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„ნიუპოსტის“ კორესპოდენტის ცნობით, ამჟამად აგლაძის ქუჩაზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლი ხის საამქროში დილის 07:00 საათზე გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილზე 17 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ბოლო ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე 10 -მდე სამაშველო ბრიგადა მაინც რჩება, რომლებიც მცირე კერებს ამუშავებენ.

დაზარალებულების ინფორმაციით, სამუშაო საათების შემდეგ საამქროში ელექროენერგია ითიშება, ობიექტს კი დაცვა იცავს.

რამდენიმე წუთის წინ ადგილზე გარკვეულ ინცინდენტსაც ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი დაზსარალებული შეეცადა ტერიტორიაზე შესვლას, რისი საშუალებც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა, რაცამ ხმაური გამოიწვია.

რაც შეეხება ელიავას ბაზრობაზე მიმდინარე სამუშაოებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა ყირიმელის განმარტებით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ნახანძრალი ტერიტორიიდან მასალები გამოაქვთ. მისი თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

„ამ დროისთვის ხდება მასალის გამოტანა, ვინაიდან ქვეშ არის დარჩენილი პატარა ცალკეული კერები. პარალელურად მიმდინარეობს დამუშავება რომ ხანძარი ბოლომდე იქნას ლიკვიდირებული. ამ დროისთვის 10 ერთეული სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, ჯერ სამუშაო არის, რადგან ძალიან ბევრი ხის მასალა იყო შიგნით,“-განაცხადა ყირიმელმა.

დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ ზარალი ათეულობით ათასი ლარი იქნება.

„20 ათასი ლარის მარტო წიფელა არის. გასაყიდ ფასს გეუბნებით. შეკვეთა მქონდა აღებული 3000 ლარის და იმ კაცს რა ვუპასუხო დატოვებული ჰქონდა ფული. დაზღვევა არ გვაქვს, ჩვენ იჯარას 900 ლარს ძლივს ვიხდით და დაზღვევის 100 ლარი არ გვაქონდა... ელექტროენერგიას დირექცია 21:00 საათზე თვითონ თიშავს და დილით, როცა მოვდივართ სამსახურში, მაშინ რთავენ“-ამბობს დაზარალებული თენგიზ მანაგაძე.

დაზარალებული არ გამორიცხავს, რომ ხანძარი დაუდევრობით გაჩენილიყო.

„ამხელა ტერიტორია, რომ უცებ, 10 წუთში დაიწვა... ამას ბენზინი უნდა დაასხა მაშინ და უნდა მოუკიდო, თუარა ასეთი მე არაფერი მინახავს“- აცხადებს მანაგაძე.

დაზარალებულების თქმით, გარდა მასალისა, დამწვარია ხის დასამუშავებელი დანადგარებიც.

„8 000 -დან 15 000 დოლარის ღირებულების დანადგარებია დამწვარი. ცალკე ხე მასალა და ნაკეთობები. ელექტროენერგია ამ დროს ჩართული არ არის. ობიექტი დაცული უნდა იყოს, დაცვას აქვს ჩაბარებული. აქ კამერები აყენია“- აღნიშნავს კიდევ ერთი დაზარალებული გიორგი ქარდავა.

ობიქეტის დაუცველობაზე ამახვილებს ყურადღებას დამწვარი მაღაზიის მეპატრონე. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი წინა კვირეასაც გაჩნდა.

„არაფერი გაგვაჩნია, მასალა, დანადგარები და საბუთები იქ იყო, ყველაფერი განადგურებულია“- აცხადებს დაზარალებული.

როგორც გაირკვა ხის საამქროს ნაწილი სადაზღვევო კომპანია ”ალფაშია” დაზღვეული.

კომპანიის გენერალური დირექტორი კახაბერ დიასამიძე აცხადებს, დაზარალებულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ კომპენსაციას გადაუხდიან.

„სადაზღვეო კომპანია „ალფა“ და მისი ხელმძღვანელობა მოტივირებულია, რომ ყველა ის დანაკარგი, რომელიც შემთხვევის შედეგად განიცადეს დაზარალებულებმა, მაქსიმალურად, ოპერატიულად აანაზღაუროს იმ ფარგლებში, რაც შესაბამისი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძრების სერია წინა წელს იყო, თუმცა არცერთ ფაქტზე გამოძიებას კონკრეტული პირები არ გამოუვლენია შესაბამისად, ეს საქმეები ამ დრომდე გამოუძიებელია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42