ჩაკეტილი საძოვრები და მასობრივად დახოცილი ცხვარი - იორმუღანლოს მოსახლეობა უცხოელ ინვესტორებს ადანაშაულებს
საზოგადოება - 21:42, 10 Oct, 2018     3046

სოფელ იორმუღანლოში დახოცილი ცხვარი - საძოვრებზე კრიმინალისტები მუშაობენ. მოსახლეობა უცხოელ ინვესტორებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცხვარი მოწამლულია.

ადგილობრივების განცხადებით,დ აპირისპირება ინვესტორებთან რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტერიტორია გაიყიდა, ახალმა მფლობელებმა კი ადგილობრივებს საძოვრები ჩაუკეტეს.

მეცხვარეების ინფორმაციით ამ დროისთის 50 ცხვარი არის მკვდარი, 150-მდე სული კი არის მოწამლული. მეცხვარეების განცხადებით, ასეთი სურათი დილით დახვდათ, მათი ინფორმაციით, იპოვეს სავარუდოდ თაგვის წამალი, რომელიც არის შერეული ხორბალში და ასეთივე წამალი იყო დაყრილი იმ ადგილას, სადაც ცხვარი წყალს სვამს.

„იორმუღანლოს გარშემო ირანელს შესყიდული აქვს, საკუთრებაში აქვს ნაკვეთი. ტრასა იყო ჩაკეტილი, ის ტრასა ჩვენ გავხსენით... ჩვენ ფაქტი გვაქვს, რომ წამალი გაშალეს,“- განაცხადა მაჰმად ქარიმოვმა.

სოფელ იორმუღანლოში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

ცხვრების მასობრივი დახოცვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42