„კორუფციამ შეჭამა საქართველო და გველეშაპურ მადას აღარაფერი ეყო, ამიტომაც დაერივნენ ადგილობრივ წარმოებას“ - როსტომ ჩხეიძე
საზოგადოება - 18:26, 10 Oct, 2018     2664

ბოლო დროს ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მწერალი როსტომ ჩხეიძე ორ პუბლიცსტურ წერილში საუბრობს. ერთ წერილს „სეთურის სოფელი“ ჰქვია, მეორეს - „კუდიანთა შაბაში“. „ნიუპოსტი“ ორივე წერილს გთავაზობთ.

სეთურის სოფელი

პირველი შემოტევა მთავრობის მხრიდან ზაზა ოქუაშვილმა და მის მიერ დაფუძნებულმა "ომეგა ჯგუფმა" განიცადა ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ხანაში.

მეორე შემოტევა - მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს.

მესამე შემოტევა - ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ჟამს.

ისე მოხდებოდა, რომ ის პირველი ძალადობრივი ამბები აღიწერებოდა ჩემს მხატვრულ-დოკუმენტურ თხზულებაში "ორი გზა ან ბედი ქართული ბიზნესისა", რომელიც გამოიცემოდა 1999 წელს.

მეორე ძალადობრივი ამბები შეიქმნებოდა სიუჟეტური ქარგა იმავე ყაიდის დეტექტიური ცდისა "ორშაბათიც შაბათია", 2004 წელსვე რომ გამოიცემოდა, მისი ინგლისური ვერსია კი - 2005-ში.

და მიამიტურად მეგონა, რომ ეს იქნებოდა დილოგია და ორწიგნეულს მესამე ამავე შინაარსის დეტექტიური ცდა აღარ ამოუდგებოდა გვერდით.

სამწუხაროდ, ჩემთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც, უხვად დამიგროვდა მასალები მესამე წიგნისთვისაც, დილოგია თავისთავად რომ გადაიზრდება ტრილოგიაში.

კორუფციამ შეჭამა საქართველო და გველეშაპურ მადას აღარაფერი ეყო, ამიტომაც დაერივნენ ასეთი დაუნდობლობით ადგილობრივ წარმოებასა და ბიზნესს.

ბიძინა ივანიშვილმა ისევე გადააქცია მთელი მთავრობა, მისი ხშირადმონაცვლე შემადგენლობა გაუმაძღრებად, როგორც კირკემ ჯადოსნური ჯოხის აქნევით გარდასახა ოდისევსის თანამგზავრები ღორებად.

ეს ჰომეროსის "ოდისეადან" გვახსოვს.

ხოლო ახალი აღთქმიდან გვახსოვს:

როგორ გადაიჩეხა კლდეზე ღორების კოლტი.

ეს ღვთიური გაფრთხილებაა, გაღორებას გადაჩეხვა რომ მოსდევს, ის კანონზომიერება, რომელსაც ვერავინ წასვლია და ვერც წაუვა.

ამიტომაც სჯობს, რაც შეიძლება დროზე მოეგოს გონს ყველა, თორემ ბედისწერის მკაცრ მსჯავრს ვეღარ აირიდებენ.

ვიმედოვნებ, კლდეზე გადასაჩეხად აღარ გაიმეტებს თავის მთავრობას და ჩვენს საქართველოს უსათნოესი და უკეთილესი ბატონი ბიძინა, რომელ არს არქიფო, ექვთიმე, მელენტი, პოლიევქტი, აბესალომ, ტიხონ და კალენიკე.

პოლიხრონიონ!.. პოლიხრონიონ!.. პოლიხრონიონ!..

კუდიანთა შაბაში

თავიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ოცნების პარტიაში მოკალათებული ერთი ჯგუფი, საკმაოდ გავლენიანი, მაგრამ მაინც ერთი ჯგუფი წარმოადგენდა ბანდას, რომელიც პირადი - მერკანტილური და ანგარებიანი - მიზნებით ცდილობდა მიეტაცებინა და მიესაკუთრებინა სხვათა ნაშრომ-ნადაგი და მთელს პარტიას სახელს უტეხდა.

ფარულ ჩანაწერთა თანდათანობითი გამომჟღავნების კვალობაზე ამ გუნდის წევრთა რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა და ისეთი მასშტაბები შეიძინა, ლამის მთელს პარტიას გადაწვდეს და ოცნებელები ლამის ერთიანად ვიგულისხმოთ შემცოდეებად და დამნაშავეებად.

ცხადია, მთლად ასეც არ შეიძლება იყოს და, როგორც ყველგან, ისე ამ პარტიაშიც მოიძებნებიან წესიერი და პატიოსანი ადამიანები, მაგრამ ისინი და მათი ხმა ჩაკარგულია, ყურში კი გნიასად ჩაგვესმის კუდიანთა შაბაშის ჟღრიალი - შემზარავი და გამაყრუები: ვინ უშუალო მონაწილე რომ არის რეკეტ-ტერორისა, ვინ კი ლაჩრობითა თუ ანგარებით მათი უკეთურობის გამამართლებელი.

წინ კი, ავანსცენაზე მწყაზარი ნიღბებითა და მიამიტური ხმა-მიმიკით ტრიალებენ პარტიის აქტივისტები, რომელნიც ჩვეული დემაგოგიური ხერხებით ცდილობენ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და რაც წაღმაა, უკუღმა მოაჩვენონ.

ამაოა მათი მცდელობა მამა-მარჩენალის გულის მოსაგებად და ფარულ, ბნელ საქმეთათვის პირის მოსაწმენდად.

კუდიანთა შაბაში გრძელდება და შეხმატკბილებულ გნიასად გაისმის:

- პოლიხრონიონ!.. პოლიხრონიონ!.. პოლიხრონიონ!..

ისე ეს ყოველივე ფოლკლორისტიკისათვის მეტად ძვირფასი მასალაა და, იმედია, ამ დარგის ორი ტიტანი კიდეც დაკავდება ამ პროცესებში თავის ჩარგვით.

- პოლიხრონიონ!..პოლიხრონიონ!..პოლიხრონიონ!..





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42