ბოლო პერიოდში პოპულარული ქართველი მომღერლის მერაბ სეფაშვილის გარეგნობა მკვეთრად შეიცვალა. მომღერალმა თმის გადანერგვის პროცედურა მესამედ ჩაიტარა და როგორც აღმოჩნდა ძალიან ეფექტურადაც. შეცვლილი იმიჯის შესახებ სეფაშვილმა „სარკესთან“ ისაუბრა:
„სცენის ესთეტიკა მოითხოვს რაღაცებს. აქამდე ორჯერ ჩავიტარე თმის გადანერგვის პროცედურა, მაგრამ ასეთი ეფექტი არ მოუცია. ეს პროცედურა ისრაელში გავიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ. თავიდან მეც რომ ვიხედებოდი სარკეში, ვიბნეოდი. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახსაც უჭირდა ამ საიხლის აღქმა, მაგრამ დღეს ყველას მოსწონს. როგორც იქნა, მივიღე ის შედეგი, რაც ყოველთვის მინდოდა.“- განაცხადა სეფაშვილმა.
57 წლის მომღერალი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან სახეზე პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა:
„ეს მორიგი ჭორია. ჩემი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა. დედაჩემი 80 წლის ხდება და ძალიან კარგად გამოიყურება. ხანდახან ვხუმრობ კიდეც, ვისკიმ შემინახა ასე ახალგაზრდულად-მეთქი, რადგან ვისკი მიყვარს.“- აღნიშნა მომღერალმა.
წყარო „სარკე“
მასალის გამოყენების პირობები






