გამარჯვებული ავტორების საზეიმო დაჯილდოება გაიმართება ოთხშაბათს, 3 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მრავალფუნქციური ცენტრი "რესპუბლიკა"-ს დარბაზში (მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1.)მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ჟურნალ “მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს, ფარგლებში, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, მართავს საზეიმო დაჯილდოებას ლიტერატურული კონკურსი მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“.
კონკურსის მიზანია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. კონკურსში 72 მწერალმა მიიღო მონაწილება. აქედან შერჩეულია საუკეთესო მოთხრობის ათეული.
ლიტერატურული კონკურსი უკვე მესამედ ტარდება და საზეიმო დაჯილდოებაზე სპეციალური ჟიურის მიერ, გამოვლინდება სამი გამარჯვებული ავტორი და სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ. გამარჯვებული ავტორები დაჯიდოვდებიან პრიზებით და გამარჯვებული მოთხრობის ავტორს გადაეცემა სპეციალურად კონკურსისთვის დამზადებული სიმბოლო.
კონკურსის პარტნიორებია: გამომცემლობა „ინტელექტი,“ და „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, რომელმაც დააწესა განსაკუთრებული პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის!
მასალის გამოყენების პირობები






