სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მეთოდისტების/სასწავლო პროგრამის კოორდინატორის მომზადების კურსს დავით ხვედელიძე, კახაბერ გვანცელაძე და თამარ ტალიაშვილი გაეცვნენ
საზოგადოება - 15:59, 01 Oct, 2018     629

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიშვილი ეწვივნენ და ცენტრის დირექტორის უფლებების დროებით შემსრულებელ დავით ხვედელიძესთან ერთად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მეთოდისტების/სასწავლო პროგრამის კოორდინატორის პროფესიული მომზადების საბაზო კურსის ტრენინგს დაესწრო.

ტრენინგის მიზანია ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების გაცნობა და შესაბამისად მათში შემავალ ძირითად საკითხებზე მუშაობა. კურსი მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა ბავშვის განვითარება, კეთილდღეობა, ხარისხიანი პროგრამის დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება, მშობლებთან ურთიერთობა და სხვა.

2018 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრმა შეიმუშავა ტრენინპროგრამა სახელწოდებით - "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მომზადების საბაზო კურსი."

ტრენინგპროგრამაში გათვალისწინებულია შემდეგი თემატიკა: ადრეული განათლების ფილოსოფია, ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები და კურიკულუმები, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, საგანმანათლებლო გარემო, მეთოდოლოგია, ბავშვზე დაკვირვება და შეფასება. ტრენინგპროგრამა 66 საკონტაქტო და 34 არასაკონტაქტო საათისგან შედგება.

პროგრამის ფარგლებში სულ გადამზადდება 602 მეთოდისტი/პროგრამის კოორდინატორი ამ ეტაპზე ტრენინგს გაივლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 170-მდე მეთოდისტი/სასწავლო პროგრამის კოორდინატორი თბილისიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან.

მიმდინარე წლის ივლისში, ტრენინგი გაიარა 70-მდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მეთოდისტმა/სასწავლო პროგრამის კოორდინატორმა თბილისიდან და ქობულეთდან, რომლებიც შემდეგში ხელს შეუწყობენ ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვას საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისათვის.

ტრენინგის წარმატებით დსრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადსტურებელი სერტიფიკატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42