ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) ექსპოზიცია მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე
საზოგადოება - 15:00, 01 Oct, 2018     479

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი2018-ის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით მოეწყო ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) ექსპოზიცია, სადაც მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის ლექციების კითხულობდნენ CERN-ის საგანმანათლებო პროგრამების ხელმძღვანელი - პროფესორი მიკ სტორი (Mick Storr) და მთავარი სპეციალისტი მაიკლ ჰოჩი (Michael Hoch).

ექსპოზიცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის სამუზეუმო დარბაზში ხუთი დღის მანძილზე იყო გამოფენილი.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თანამედროვე და მომავლის ექსპერიმენტებზე ფიზიკაში, მათ დანიშნულებაზე არამარტო ფიზიკის, არამედ ბიოლოგიის, მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვადასხვა დარგების განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას, მოტივაციის ამაღლებას და საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებას სკოლაში.

მსმენელები გაეცვნენ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრის მისიას და დანიშნულებას, იქ მიმდინარე მეცნიერული კვლევებისა და მათი ექსპერიმენტალურად დადასტურების მცდელობას. კერძოდ, თუ როგორი იყო სამყარო 14 მილიარდი წლის წინ - მისი წარმოქმნის პირველ მიკროწამებში, როგორ შეიქმნა პირველი ელემენტარული ნაწილაკი, ატომი, მოლეკულა, შემდეგ კი ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკები, რა არის შავი ხვრელი, რატომ ვერ ვხედავთ ფარულ მატერიას, საიდან აქვს სხეულს მასა, რა არის ანტიმატერია, რა მდგომარეობაა დღეს კოსმოსში, განვითარების რა გზა გაიარა და როგორი დასასრული ექნება სამყაროს. ასევე CERN-ში შექმნილი ინტერნეტის, სამკურნალო, სადიაგნოსტიკო და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ. ლექციების დასასრულს იმართებოდა დისკუსიები.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე იმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018.

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორქშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42