"ასწავლე საქართველოსთვის“ - მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების სკოლებში პროგრამის მონაწილე კონსულტანტ მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 15:25, 14 Sep, 2018     250

„ასწავლე საქართველოსთვის“ - მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების სკოლებში პროგრამის მონაწილე კონსულტანტ მასწავლებლებთან 2017-2018 სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

პროგრამის მონაწილე 200-მდე კონსულტანტ მასწავლებელმა ღონისძიების ფარგლებში პროექტის გამოწვევებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოცდილებაზე ისაუბრეს. ეს პედაგოგები პროგრამაში გასულ წელს მონაწილეობდნენ და პორტფოლიოს წლიური შეფასების შედეგების გათვალისწინებით, კვლავ აგრძელებენ საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების სკოლებში სწავლებას. კონსულტანტ მასწავლებლებს ასევე გადაეცათ შუალდურ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ქვეპროგრამის მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით ქვეპროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება.

2017-2018 სასწავლო წელებში პროგრამამ მოიცვა საქართველოს 10 რეგიონი, 31 მუნიციპალიტეტი, 106 სკოლა და 7274 მოსწავლე. ქვეპროგრამაში მიმდინარე წელს საპილოტე რეჟიმში იგეგმება დისტანციური სწავლების გამოყენება ინგლისური ენის მიმართულებით, ხოლო მომდევნო წლებში სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამის მონაწილეები 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები გახდნენ (დაწყებითი განათლების კონსულტანტ-მასწავლებელი - ნინო ჭიჭინაძე - ათეულის ფინალისტი და ქვეპროგრამის ყოფილი მონაწილე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლელა კოტორაშვილი) მათი პირველი ნაბიჯები მასწავლებლის პროფესიაში და მიღწეული წარმატება პროგრამაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

მნიშვნელოვანია, რომ კონსულტანტ-მასწავლებლების მიერ არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით 2000-მდე აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა.

სკოლებში, სადაც ქვეპროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები ასწავლიან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საატესტატო გამოცდების შედეგები. მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონსულტანტ-მასწავლებლები ზრუნავენ საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის. ქვეპროგრამაში არიან უფროსის, წამყვანის და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები (საქართველოს მასშტაბით ცხრა მენტორიდან ერთი მენტორი პროგრამის მონაწილეა). მონაწილეთა 25% ფასილიტატორია და ამ მიმართულებითაც უდიდეს დახმარებას უწევენ სკოლებს და ადგილობრივ მასწავლებლებს.

ქვეპროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ პედაგოგებთან, ზრუნავენ მათ პროფესიულ განვითარებაზე, უზიარებენ ქვეპროგრამის ფარგლებში გავლილი ტრენინგებიდან შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას, სასწავლო პროცესს გეგმავენ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგებს პროფესიულ განვითარებასა და პედაგოგიური საქმიანობის უკეთ წარმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42