,,საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში დიდი სკანდალი დატრიალდა“, _ ამ ფრაზით იწყება რეპორტაჟი, რომელიც რადიო ფრანს ინტერნაციონალმა მოამზადა.
როგორც Radio France Internationale-ი იუწყება თავის პოდკასტში „კვირა საქართველოში“, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დიდი სკანდალი ატყდა. ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა, რომ საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირებისა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ გარიგებაში შესაძლო მონაწილეობას.
ჟურნალისტი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საქმე მაღალი თანამდებობის მქონე პირების კორუფციაში შესაძლო მონაწილეობას ეხება. რეპორტაჟში ასევე აღნიშნულია, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, შესაძლოა სერიოზული გავლენა ჰქონდეთ მოახლოებული არჩევნების შედეგებზე.
რეპორტაჟში დეტალურად არის განხილული თითოეული აუდიო ჩანაწერის თემატიკა. მათ შორის ის ნაწილიც, რომლის თანახმადაც, „ომეგა ჯგუფი“ მუდმივი შანტაჟისა და ფულის გამოძალვის ობიექტი იყო. საუბარია, როგორც ტელეკომპანია „იბერიას“ დათმობის მოთხოვნაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ქართული ბიზნესისგან გამოძალული თანხები, საბოლოოდ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მიედინებოდა.
რადიო ფრანს ინერნაციონალის სიუჟეტში დეტალურად არის მოყილილი სქემა, ჩანაწერების მიხედვით, როგორ მიდიოდა სახელისუფლებო ზეწოლა თამბაქოს ბაზარზე.
მასალის გამოყენების პირობები






