"დედა მარტო ზრდის სამ შვილს, ავადმყოფი მოზარდები მამამ მიატოვა და შიმშილისთვის გაიმეტა" - მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
საზოგადოება - 10:36, 09 Oct, 2018     2113
ირინა კრავჩენკო მარტო ზრდის სამ შვილს, ორი მათგანი დაავადებულია ცერებრული დამბლით. მამამ მიატოვა ოჯახი და ბავშვები სიღარიბისთვის გაიმეტა. ისინი ხშირად შიმშილობენ, არ გააჩნიათ წამლების შეძენის და მკურნალობის საშუალება, ცხოვრობენ ნაქირავებში და ძლივს გააქვთ თავი.

უფროსი ბიჭი რუსლანი ახლა 19 წლისაა, მას არ გააჩნია პროფესია, თუმცა ძლიერ ცდილობს დედას დაეხმაროს. იგი სადგურში „ტაჩკაზე“ მუშაობს და დღეში გამომუშავებული 7 თუ 8 ლარით წამლებს ყიდულობს დებისთვის.

16 წლის დიანას ცერებრული დამბლის გარდა სხვა დაავადებებიც აწუხებს, საჭიროებს სისტემატურ მოვლას.

9 წლის იგორს კი ცერებრული დამბლის რთული ფორმა აქვს, იგი ვერ დადის, ვერ საუბრობს, მხოლოდ ცალკეულ ხმებს გამოსცემს...

აი, ასეთი უმძიმესი ვითარებაა ამ ოჯახში, რომელიც ცხოვრობს პენსიის ხარჯზე. მათ კატასტროფულად არ ჰყოფნით საკვები პროდუქტები, წამლები, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები.

„მე დავიბადე ზუგდიდში, - ამბობს ირინა კრავჩენკო. ჩემი მშობლები გამუდმებით ლოთობდნენ და ჩხუბობდნენ. ვიტანჯებოდი ამის შემხედვარე, მაგრამ რა უნდა მექნა? მერე გავთხოვდი და თითქოს ცხოვრებას აეწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მეუღლესთან ერთად თბილისში ვიქირავეთ ბინა, რომ ბავშვებისთვის გვემკურნალა. ქმარი მაშინ თურქეთში დადიოდა და მცირე შემოსავალი გვქონდა, თუმცა... საბოლოოდ მან მიგვატოვა. ძალიან მიჭირს, გული მიკვდება რადგან ვერაფრით ვშველი ჩემს შვილებს“.

დიახ, დედა და სამი შვილი შველას ითხოვენ!

მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ამ ოჯახს, რომელსაც უაღრესად უჭირს! დავაპუროთ ბავშვები, ვაჩუქოთ მათ ხვალინდელი დღის იმედი!

ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ!

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კრავჩენკოს ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/371-kravchenko/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42