„ვინც „შავი პიარით“ არიან დაკავებული, ანადგურებენ არა მხოლოდ პაატას, არამედ „იავნანას“ სახელსაც“ - პაატა ბურჭულაძის მეუღლე
საზოგადოება - 18:19, 08 Oct, 2018     1605

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის მეუღლემ სასამართლოში გამომძიებლების კითხვებს პასუხები გასცა. დაკითხვის დასრულების შემდეგ ანგელა ვასილენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა:

„მე ხელფასს ორი წლის მანძილზე ვიღებდი. საერთო ჯამში კი ფონდში 14 წელი ვიმუშავე კონსულტანტ-თანამემწედ. ვაკეთებდი ყველაფერს, რაც კი სამხატვრო ნაწილს ეხებოდა, მოლაპარაკებები, შეხვედრები, სტუმრების დახვედრა, რათა მათ მომავალში საქართველოში დაბრუნება მოისურვონ.

როდესაც ადამიანები აქ ქველმოქმედების მიზნით ჩამოდიოდნენ, მათთვის უნდა შეგვექმნა პირობები, რომ მათ თავი ბედნიერად ეგრძნოთ.

მე არ ვიცი ზუსტი ციფრები, მაგრამ გაყავით ის თანხა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, 14 წელზე და გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ორნი ვიყავით. მათ არაფერი აქვთ სათქმელი. სახელმწიფო თანხებს ჩვენ არ ვიყენებდით. ეს იყო პირადი სპონსორების ფული.

ჩვენ შესანიშნავი პროექტები განვახორციელეთ - დმიტრი ხვოროსტოვკი, მონსერატ კაბალიე, მაია პლისეცკაია - ეს ხალხი ცოცხალი აღარ არის. ფონდის მუშაობის შედეგად საქართველოს ამ ადამიანების ნახვის საშუალება მიეცა.

ისინი, ვინც „შავი პიარით“ არის დაკავებული, ანადგურებენ არა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის სახელს, არამედ ფონდის სახელსაც. გაიხსენეთ ეს კონცერტები, ჩვენ ვეხმარებოდით ადამიანებს, გვყავდა სტიპენდიანტები - ეს ყველაფერი შეჩერებულია „შავი პიარის“ გამო, ვინაიდან ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს. მე ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, ვის სურს, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს.

პროკურატურა ტყუილზე დაფუძნებული პიარის ნაწილია. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს გითხრათ, რომ მე გავიქეცი და ისინი 7 თვის მანძილზე მიბარებდნენ პროკურატურაში. ეს ტყუილია. გამომძიებელი მესტუმრა სახლში და მე მოვაწერე ხელი, რომ 8 ოქტომბერს გამოვცხადდებოდი სასამართლოში ჩვენების მისაცემად. 6 ოქტომბერს მე ქვეყნიდან მივფრინავდი. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჟურნალისტები აეროპორტში მომადგნენ და თქვეს, რომ მე პროკურატურას და სამართალწარმოებას გავურბივარ და მთელი ეს ინფორმაცია პროკურორმა გაავრცელა. ეს „შავი პიარის“ ნაწილია“, -განაცხადა პაატა ბურჭულაძის მეუღლემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42